779701-1-630x420

მალკომ იანგმა სიმსივნე დაამარცხა

ლეგენდარული ავსტრალიური ჯგუფის AC-Dc_ის გიტარისტმა და ერთ-ერთმა დამაარსებელმა მალკომ იანგმა სიმსივნე დაამარცხა.

როდესაც მან ჯგუფი დატოვა, მისი წასვლის მიზეზად დემენცია (ჭკუასუსტობა) დასახელდა, ჟურნალ Q_ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში დამტკიცდა ის ეჭვები, რომ მას სიმსივნე ჰქონდა.

მალკომ იანგი ფილტვების სიმსივნით იყო დაავადებული, მან მკურნალობა დროულად დაიწყო და სიმსივნეც დაამარცხა, მისმა მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა.

აქვე გეტყვით, რომ მას გულის პრობლემაც ჰქონდა, რის გამოც ელექტროკარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს.

შეგახსენებთ, რომ მალკომ იანგმა ჯგუფი 2014 წელს დატოვა, თუმცა ის მკურნალობას 2008 წლიდან გადის. ვარაუდობენ, რომ იანგმა მისი ავადმყოფობის სიმძიმე იმ საბაბით დამალა, რომ მის მიმართ ზედმეტი ყურადღება არ გამოეჩინათ, არც ჯგუფს სჭირდებოდა ხელოვნური პიარი.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours