robert_burnes_Lynyrd Skynyrd

Lynyrd Skynyrd_ის ყოფილი დრამერი დაიღუპა

Lynyrd Skynyrd_ის ყოფილი დრამერი რობერტ (ცნობილი, როგორც “ბობი”) ბარნსი ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ის მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც საფოსტო ყუთს შეეჯახა საჭე ვერ დაიმორჩილა და მაღალი სიჩქარით ხეს შეეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

“დღეს მე მიჭირს სიტყვების თქმა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მე ბობი მხოლოდ როგორც მხიარული ბიჭი ისე მახსოვს. მთელი გულით ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ღმერთი ფარავდეს მას. ის ნამდვილად დიდი დრამერი იყო.” – წერს გარი როსინგტონი ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ბარნსი ჯგუფში 1964-1970 წლებში, ასევე 1973 წლებში უკრავდა. ის ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში იყო.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours