loudspeakers

LOUDspeakers_ის ახალი ალბომი გაყიდვაშია

ჯგუფ LOUDspeakers_ის ახალი ალბომი, რომელსაც ჯგუფის მსმენელები დიდ ხანს ელოდნენ უკვე გაყიდვაშია.

ამის შესახებ ჯგუფმა მსმენელებს სოციალურ ქსელში ამცნო. ცნობილია ის ადგილი, სადაც ალბომის შეძენაა შესაძლებელი, ასევე ალბომის ფასი.

“მეგობრებო!!! გვინდა გახაროთ, რომ მოვიდა ის დღე, რომელსაც ასე ელოდით და ჩვენი სადებიუტო ალბომი “Lighthouse” უკვე გაყიდვაშია!! ალბომში შესულია ათი სიმღერა, რამოდენიმე ახალი და რამოდენიმე ძველი ახლებური არანჟირებით. უკვე ხვალიდან შეგიძლიათ მიხვიდეთ მაღაზია G.U.R.U. music-ში (ჭავჭავაძის გამზირი #40) და შეიძინოთ. ალბომის ფასია 15 ლარი.
ასევე ხვალ ჩვენი სიმღერები დაიდება bravissimo.ge-ზე საიდანაც შეძლებთ მათ გადმოწერას.
აქვე გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველას ვინც წვლილი შეიტანა ამ ალბომის ჩაწერაში, გაფორმებაში და გამოცემაში: ჩვენი ჯგუფის მენეჯერს თევდორე მაყაშვილს და კომპანია Funday Entertainment-ს, გიორგი გვარჯალაძეს, Bravo Records-ს, ქეთი ნადიბაიძეს და მიკიბოს! ასევე განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ალეკო დოლიძეს და რა თქმა უნდა ყველა თქვენთაგანს ვინც ამდენი წელია ჩვენს გვერდში დგახართ და გვგულშემატკივრობთ! heart emoticon”

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours