LOUDspeakers

ჯგუფი შეიქმნა 2009 წელს. დამაარსებელი წევრები იყვნენ ალეკო დოლიძე (კლავიში) და ლევან ცხვარაძე (გიტარა, ვოკალი). ამავე წელს ჯგუფს შეუერთდა ბას-გიტარისტი ლევან მამალაძე. ამის შემდეგ ჯგუფმა რამდენიმე დემო ჩანაწერი გააკეთა კოტე კალანდაძის სტუდიაში. მათ შორის იყო Time To, In This World, Higher და Questions.

პირველი კონცერტი LOUDspeakers-მა თბილისის როკ-კლუბში გამართა, 2010 წლის 30 იანვარს; დრამზე სანდრო ჟღენტმა დაუკრა.

ამის შემდეგ ჯგუფი აგრძელებს ჩანაწერების კეთებას კოტე კალანდაძესთან. გამოიცვალა რამდენიმე დრამერი (ოთარ გურგენიძე, ზურა მჭედლიშვილი) სანამ საბოლოოდ, 2010 წლის მაისში, დათო ცომაია არ შეუერთდა.

აღნიშნული შემადგენლობით ჯგუფი კონცერტზე პირველად 2010 წლის 7 ივლისს წარსდგა, მოძრაობის თეატრის ეზოში. ამის შემდეგ ჯგუფმა აქტიური საკონცერტო მოღვაწეობა დაიწყო. LOUDspeakers-მა მონაწილეობა ასევე მიიღო Altervision 2010/Newcomers-ზე, სადაც ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელეს. პირველი სოლო-კონცერტი 2011 წლის თებერვალში მაგთი კლუბში გაიმართა. ეს ბოლო კონცერტი იყო, სადაც ჯგუფთან ერთად მისი ერთ-ერთი დამაარსებელი ალეკო დოლიძე უკრავდა.

იმავე წლის აპრილში, ალეკო დოლიძე ჯგუფიდან წავიდა პირადი მიზეზების გამო. მიუხედავად ამისა, LOUDspeakers-ს არ შეუწყვეტია მუშაობა და დაახლოებით 2 თვის შემდეგ კლავიშის ვაკანტურ პოზიციაზე სანდრო წიკლაური აიყვანა.

საბოლოო შემადგენლობა მსმენელის წინაშე პირველად Tbilisi Open Air 2011-ზე წარსდგა.

ჯგუფი ხშირად უკრავს საქართველოში ჩატარებულ ფესტივალებზე (მათ შორის Tbilisi Open Air და OASIS Festival Mtskheta 2013)

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours