LOudspeakers band

LOUDspeakers ახალი სიახლეებით

გუშინ ქართულმა როკ-ჯგუფმა LOUDspakers სოციალურ ქსელში თავის მსმენელებს რამდენიმე სასიამოვნო სიახლე გააცნო.

“Guess what..smile emoticon გაზაფხულის შემოსვლას სასიამოვნო სიახლეებით გილოცავთ. მათთვის, ვინც ამდენ ხანს ელოდა, ჩვენი სადებიუტო ალბომი უკვე იტვირთება როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო წამყვან მუსიკალურ პორტალებზე. რამდენიმე დღეში შეგეძლებათ ალბომის ონლაინ შესყიდვა. ძალიან მალე ჩვენი ოფიციალური საიტიც დაიწყებს ფუნქციონირებას. ბევრ საინტერესო სიახლეს გიმზადებთ, ამიტომ ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს smile emoticon” – წერს ჯგუფის ოფიციალური FB გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ახალი ალბომის გამოშვება ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა ვერ მოხერხდა. გთავაზობთ ალბომის ყდის ფოტოს.

11046626_10152613861017026_469285670232397990_n

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours