lordi_0

LORDI_ს ახალი ალბომი ჰელოუინზე გამოვა

10 დღე დარჩა, სანამ ცნობილი ფინური ჯგუფი ჯგუფი LORDI მსმენელს თავის რიგით მეშვიდე ალბომი წარუდგენს სახელწოდებით Scare Force One.

აღნიშნული ალბომის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია სექტემბერში გავრცელდა და მსმენელისთვის მოულოდნელობას წარმოადგენდა, რადგან ჯგუფმა მეექვსე ალბომი სახელწოდებით To Beast or Not to Beast გასულ წელს გამოუშვა.

ალბომის ჩაწერა ჯგუფმა წლევანდელ ზაფხულს, ივნისში და ივლისში მოახერხა. სიმბოლურია, რომ ის 30 ოქტომბერს გამოვა გაყიდვაში. როგორც იცით, 30 ოქტომბერს ჰელოუინი აღნიშნება.

30 ოქტომბერს ალბომი მხოლოდ ევროპაში გაიყიდება, ჩრდილოეთ ამერიკაში კი “Scare Force One” 3 ნოემბერს ჩააღწევს.

ალბომის ხანგრძლივობა 48:08 წუთს შეადგენს, ტრეკ-ლისტი კი ასე გამოიყურება…

01. SCG7: Arm Your Doors And Cross Check
02. Scare Force One
03. How To Slice A Whore
04. Hell Sent In The Clowns
05. House Of Ghosts
06. Monster Is My Name
07. Cadaver Lover
08. Amen’s Lament To Ra II
09. Nailed By The Hammer Of Frankenstein
10. The United Rocking Dead
11. She’s A Demon
12. Hella’s Kitchen
13. Sir, Mr. Presideath, Sir

წყარო: blabbermouth.net

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours