dims

ბეჭდების მბრძანებლის ტელეადაპტაციას Amazon გააკეთებს

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ლეგენდარული “ბეჭდების მბრძანებელი” სატელევიზიო სერიალის სახით გამოვა ეკრანებზე.

მიუხედავად Netflix-ის და HBO-ს დიდი მცდელობებისა, უფლება Amazon-მა შეიძინა. ამისთვის მათ სარეკორდო თანხის გადახდა მოუწიათ, თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ ეს პროექტი მათ რეკორდულ მოგებას მოუტანს.

Amazon-ს თავისი game of thrones უნდა. ასე შეაფასეს ჟურნალებმა პროდუქტი, რომელიც უეჭველია, რომ კარგად დადგმის შემთხვევაში ისეთივე ჰიტი გახდება, როგორც ზემოთ აღნიშნული სერიალი.

ეს იქნება წიგნის პირველი ადაპტაცია, რადგან სხვა შემთხვევებში, მათ შორის ოსკაროსან ტრილოგიაში, მოვლენები წიგნთან ახლოს თანმიმდევრობით არ ვითარდება.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours