10fd219c5309db34d010627a9bde5e8d

Linkin Park-The Hunting Party

ალბომის მოსმენის შემდეგ არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დამრჩა, ბანალურია, მაგრამ უნდა გამოვიყენო ეს ფრაზა – “მეტს ველოდი”. ალბომი სავსეა საშუალო დონის სიმღერებით, მაგრამ აშკარად განიცდის ჰიტების დანაკლისს, არადა ეს ზუსტად ის ჯგუფია, რომლის ალბომიც გაჯერებული იყო ხოლმე ჰიტებით. მრავლად არის წარმოდგენილი რეჩიტატივი, რაც ცუდი ნამდვილად არაა, ასევე ბევრი პანკია, ესეც კარგია, თუმცა მაინც ვერ მოახერხა ჩათრევა. მიუხედავად ამისა, მოსმენად ნამდვილად ღირს, დროს ტყუილად არ დაკარგავთ, უბრალოდ “მეტს ველოდი”.
მოკლედ მე დიდ შეფასებას ვერ მივცემ ალბომს, შეგიძლიათ მოისმინოთ და თავად შეაფასოთ.

მუსიკალური მხარე6.7
ალბომის გარეყდა7.9
7.3

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours