83075ac7111b74766380a91e1ce47709b2a5f278_650x440

Linkin Park ახალი სიმღერა

კომპოზიცია “White Noise” ჯგუფის დიჯეის ჯო ხანის სადებიუტო ფილმის “მგზავრი” საუნდტრეკია. სიმღერის დაწერაში ფაქტობრივად მთელმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა და მისი გადმოწერა მათი ოფიციალური ვებგვერდიდანაც არის შესაძლებელი.

რაც შეეხება ფილმს, ჯო ხანის პირველი ნამუშევარია, აქამდე ის მხოლოდ ჯგუფის ვიდეო რგოლებს იღებდა და წარმატებითაც. მოკლემეტრაჟიანი ფილმის სიუჟეტი პოპულარულ თემას, ნარკოტიკებს ეხება და ასახავს ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრებას, რომელმაც ყველაფრის მიმართ დაკარგა ინტერესი გარდა ნარკოტიკისა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours