GettyImages-481617470_LINKIN_PARK_1000-920x584

Linkin Park ბრუნდება

ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელსაც დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, სტუდიაში ბრუნდება.

მოგეხსენებათ, რომ ჯგუფის ვოკალისტმა და ერთ-ერთმა შემოქმედმა, ჩესტერ ბენინგტონმა 20 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჯგუფმა მიმდინარე ტურნე მაშინვე შეწყვიტა.

ჯერ-ჯერობით უცნობია ჯგუფის სამომავლო გეგმები, მათ შორის ისიც თუ ვინ ჩაანაცვლებს ჩესტერს. ერთი კი ცნობილია. 27 ოქტომბერს ჯგუფი მეგობრებთან ერთად ჩესტერისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს.

ჯგუფთან ერთად იქნებიან შემდეგი შემსრულებლები.

Blink-182
Jonathan Davis და Brian Welch ( Korn)
M. Shadows და Synyster Gates( Avenged Sevenfold)
Ryan Key (Yellowcard)
Oliver Sykes (Bring Me the Horizon)
Kiiara
Daron Malakian, Shavo Odadjian, და John Dolmayan (System of a Down)
Machine Gun Kelly
Adrian Young და Tom Dumont (No Doubt)
P.O.D.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours