maxresdefault

ლინდემანი: შეიძლება ეს ალბომი ბოლო იყოს

ლეგენდარული გერმანული ჯგუფის Rammstein-ის ვოკალისტი, თილ ლინდემანი ახალი ალბომის მნიშვნელობაზე საუბრობს.

“ჩვენ გვეყოლება ახილი პროდიუსერი. ამას ვუყურებთ როგორც ახალ შანსს, ახალ შესაძლებლობას, რადგან ბოლო 6 ალბომი იმავე ჯგუფთან ერთად ვმუშაობდით. ახლა კი ვხვდებით ახალ პროდიუსერებს და განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს თუ რა არის კარგი ჯგუფისთვის.” – აცხადებს ლინდემანი.

“ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს იქნება ჯგუფის ბოლო ალბომი. არ ვიცი, შეიძლება რამე შეივალოს, მაგრამ ახლა რა შეგრძნებაც მაქვს იმას გეუბნებით. ეს ნიშნავს, რომ ამ ალბომისთვის ორასი პროცენტით დავიხარჯებით. მე შევხვდი სტაფს და საკმაოდ დიდი პოტენციალი იგრძნობა. მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებთ. სავარაუდოდ შემდეგ წელს დავიწყებთ ალბომის ჩაწერას.”

შეგახსენებთ, რომ დღემდე გერმანულ ჯგუფს 6 ალბომი აქვს გამოშვებული.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours