RainbowBridgebgd

Led Zeppelin-მა სასამართლო პროცესის პირველი რაუნდი წააგო

led-zeppelin

უკვე წლებია ლედ ზეპელინს ედავებიან, რომ მათი 1971 წელს ჩაწერილი ჰიტი Stairway to Heaven” მოპარულია. ჯგუფს ბრალს პლაგიატიზმში დებენ და ამტკიცებენ, რომ მუსიკა მოპარულია როკჯგუფ Spirit-ის შემოქმედებიდან. ამ ეტაპზე დავა უკვე სასამართლოში მიმდინარეობს.  სარჩელი გასულ მაისს Spirit-ის ვოკალისტის ოჯახის წევრებმა შეიტანეს და უკვე გარდაცვლილი მუსიკოსის სახელით ზარალის ფულად ანაზღაურებას ითხოვენ. ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ პეიჯმა აკორდები აიღო Spirit-ის 1968 წლის სიმღერიდან  “Taurus”. ზეპელინის წარმომადგენლები მოითხოვდნენ არ მიეღოთ სარჩელი განსახილველად, რადგან მოსარჩელეებს არ ჰქონდათ უფლება სარჩელი შეეტანათ ინგლისის სასამართლოში. თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. შესაბამისად, ლედ ზეპელინის წარმომადგენლებს მოუწევთ საკუთარი სიმართლე უკვე სასამართლო პროცესებზე დაამტკიცონ.

შედარებისთვის კი გთავაზობთ ორივე კომპოზიციას:

გააზიარე პოსტი

25 comments

Add yours
  1. Michael Jinisiani 22 ოქტომბერი, 2014 at 09:52 პასუხი

    რომ იცოდე მარტო ეგ კი არა ზეპელინის სიმღერების თითქმის ნახევარი მოპარული აქვს პეიჯს :) მათ შორის ძალიან ბევრი ჰიტიცაა stairway to heaven-ის მსგავსად..

  2. Irakli Don 23 ოქტომბერი, 2014 at 09:25 პასუხი

    რა მოპარული – რის მოპარული, მუსიკაში რაღაც მსგავებები ყოველთვის არის. უბრალოდ ზეპელინს რომ ამ სიმღერის მოპარვა დააბრალო მაგარი ბოღმა უნდა იყო !

  3. Paata Chinchaladze 23 ოქტომბერი, 2014 at 17:39 პასუხი

    დავუშვათ გვაქვს ასეთი ვარაუდის საფუძველი (მსგავსება არამარტო შესავალ ნაწილში, არამედ მელოდიურ ხაზშიც იგრძნობა) და რა მერე? წარმოვიდგინოთ რამდენს დაკარგავდა კლასიკური როკ-ხელოვნების 'ოქროს საბადო' ამ აბსოლუტური შედევრის გარეშე? ერთი ნაკლებად ცნობილი კომპოზიციის 'მასალიდან' ასეთი გენიალური ნაწარმოების შექმნა არაა იოლი საქმე და ყოველივე ამას არანორმალურად მოზღვავებული ნიჭი სჭირდება, სწორედ ეს ნიჭი აღმოაჩნდა რიკ-''გიგანტის''(როგორც ვუწოდბ ლედ ზეპელინს – ამ გრანდიოზულ ბენდს) ლეგენდარულ მუსიკოსებს და მათ წარმოგვიდგინეს გადაჭარბების გარეშე – გენიალური ქმნილება!
    მართალია სასამართლო დავის გარეშე, მაგრამ დაახლოებით ანალოგიური საუბრები მიდის ფანტასტიური Hard Rock ბენდის – Deep Purple-ს 1970-ის დაუვიწყარ და გრანდიოზულ – ''Child in Time''-სთან დაკავშირებით, რომლის მოტივიც აღებულია 60'იანი წლების დასაწყისის ერთ-ერთი ამერიკელი ჯაზმენის (გვარს ვერ ვიხსენებ) შესაბამისად – ჯაზური კომპოზიციიდან, მაგრამ რატომღაც პარალელს ავლებენ მხოლოდ შემდგომში როკ-ბენდ – It's a Beautiful Day-ს ''Bombay Calling''-თან, აქაც (და შესაძლოა აქ მეტადაც) მსგავსება საგრძნობია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გავავლოთ პარალელი და შევიგრძნოთ განსხვავება შესაძლო ''დედანსა'' და შემდგომში ამაზე აღმოცენებულ საოცრებას შორის! დიახ – 'საოცრება'ს ვუწოდებ როგორც – ''Stairway To Heaven''-ს, ასევე Child in Time-ს, რომლების შემყავს 70'იანების 'ოქროს' როკ-ეპოქის 3 საუკეთესო ნაწარმოებს შორის და მე-3 რომელი? – ''July Morning'' – Uriah Heep-ის ზღაპრული ქმნილება! სამივე ეს ნაწარმოები 70'იანების გარიჟრაჟზეა რეალიზირებული – დოფ ფარფლის შემთხვევაში – 1970-ში, ხოლო ლედ ზეპელინისა და იურაია ჰიპის შემთხვევაში-1971-ში და მათ ღირსებას ვერ დააკნინებს ვერანაირი ქილიკი და თუნდაც სასამართლო პროცესი!

  4. Beso Diasamidze 24 ოქტომბერი, 2014 at 19:56 პასუხი

    ძალიან ბევრი სიმღერა არსებობს სადაც გამოყენებულია მსგავსი აკორდების წყობა…..მოკლედ ვინც გიტარას უკრავს მიხვდება რომ სასაცილოა ეს ყველაფერი :)))) მოპარულიც რომ ქონდეს მადლობაუნდა ვუთხრათ, ნაგავიდან გენიალური შექმნა მეტი რა ექნა :)))))

  5. Davit Kobiashvili 25 ოქტომბერი, 2014 at 15:42 პასუხი

    არაფრისგან არაფერი არ იქმნება. ზოგადად ხელოვნებაში შემოქმედები ერთმანეთს ზრდიან და ამდიდრებენ, ეგაა რომ ხშირად ერთმანეთს ვერ იტანენ

დატოვეთ კომენტარი