Lady Heroine

Lady Heroine დაარსდა 2008 წლის აპრილში ქალაქ თბილისში კოტე კალანდაძის მიერ. თავიდან ეს იყო ერთი კაცის პროექტი. პირველი ალბომი სახელწოდებით “Elite” კოტე კალანდაძემ თავის სტუდიაში ჩაწერა. ალბომი გაყიდვაში არ გასულა. 2009 წელს ჯგუფს ბასისტი გიორგი კორძახია შეუერთდა. მასთან ერთად ჩაიწერა მეორე ალბომი სახელწოდებით “Neetle”.

ჯგუფმა 2010 წელს დიდ ბრიტანეთში დაუკრა. ნიკა კოჩაროვი იქნა მოწვეული მეორე გიტარისტად, 2011 წელს კი ჯგუფმა ახალ ალბომზე “Friend’s songs” დაიწყო მუშაობა, სადაც შედიოდა ქავერები ისეთი ცნობილი ჯგუფების კომპოზიციებისა, როგორებიც არიან: The Cure, Joy Division, The Smiths.

მათ შემოქმედებაში აღსანიშნავია სიმღერა “Everything Will Fall”, რომელიც ფილმის Teen Spirit საუნდტრეკი გახლავთ. სიმღერაზე გადაიღეს მუსიკალური ვიდეოც. 2012 წლის შემოდგომაზე ჯგუფი ლონდონს ეწვია.

2013 წელს ჯგუფს მშვენიერი ნატუკა ნაცვლიშვილი შეუერთდა, რომელიც მეორე ვოკალისტი და გიტარისტი გახლავთ. ჯგუფს ამავე წელს შეუერთდა დრამერი სანდრო სულაქველიძე.

ჯგუფმა საბოლოო შემადგენლობით ჩაწერა 11 ტრეკიანი ალბომი სახელწოდებით “Love’s Uncured”, რომელიც სტილით წინა ალბომებისგან მკვეთრად განსხვავდება. ჯგუფმა დაუკრა რამდენიმე ტელე-შოუშიც.

ჟანრები: პროგრესული როკი, ალტერნატივა, ელქტრო-როკი.

ჯგუფის წევრები

კოტე კალანდაძე
ნატუკა ნაცვლიშვილი
გიორგი კორძახია
სანდრო სულაქველიძე

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours