Kurt-Cobain

კურტ კობეინის შესახებ ფილმის პრემიერა სანდენსის ფესტივალზე შედგება

sundancefilm-parkcity

ჯგუფ Nirvana-ას სოლისტის, კურტ კობეინის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე მოხდება. ფილმს Montage of Heck ჰქვია და ბრეტ მორგანის რეჟისორობით შეიქმნა. იდეის ავტორი და ფილმის პროდიუსერი მომღერლის ქალიშვილი ფრენსის ბინ კობეინია.

კობეინის შესახებ ფილმთან ერთად ფესტივალზე კიდევ რამდენიმე ფილმის პრემიერა შედგება ფესტივალის ფარგლებში, მათ შორის ლიზ გარბუსის ფილმი ნინა სიმონეს შესახებ სახელწოდებით What Happened, Miss Simone? გარბუსის ფილმის ჩვენება ფესტივალის გახსნის პირველივე დღეს მოხდება.

სანდენსის კინოფესტივალი 22 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours