2014CourtneyLove_Getty489635869_130514

კორტნი ლავი ბილი კორგანის მუზა ყოფილა

კორტნი ლავი ირწმუნება, რომ Smashing Pumpkins-ის რამდენიმე ჰიტი მასზეა დაწერილი და ამბობს რომ, ” ბილი კორგანი აღარ წერს ჰიტებს მას შემდეგ, რაც შეწყვიტა ჩემზე წერა”.

ცნობილი ფაქტია ის, რომ კორტნი ლავი გარკვეული პერიოდი ხვდებოდა ბილი კორგანს, სანამ კურტ კობეინზე დაქორწინდებოდა. კორტნი კი ამბობს, რომ ბილის დღემდე აქვს გრძნობები მის მიმართ და 1993 წლის ალბომი “Siamese Dream” მთლიანად მასზეა. კითხვაზე – რომელია მისთვის Smashing Pumpkins-ის საყვარელი სიმღერა, კორტნიმ უპასუხა:      “ასეთი ბევრია, მათ იმდენი სიმღერა მომიძღვნეს… მაგალითად: Siamese Dream, Bodies, Today… ”

ინტერვიუს ბოლოს კორტნიმ აღნიშნა, რომ სულ მალე საოპერო დადგმაში “Kansas City Choir Boy” მიიღებს მონაწილეობას და ეს დიდი ექსპერიმენტი იქნება მის ცხოვრებაში.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours