karen_o__crush_songs

Karen O — Crush Songs

ნიუ-იორკელი ენერგიული ინდი როკერების Yeah Yeah Yeahs ლიდერის სოლო პროექტი ალბათ ფანებს იმედს გაუცრუებს. ალბომი “Crush Songs” შედგება 15 მოკლე სიმღერისგან, ზოგიერთი მათგანის ხანგრძლივობა არ აღემატება ერთ წუთს. უფრო სკეჩებია სიყვარულზე და მარტოობაზე. დაუმუშავებელი ნედლი ჟღერადობა განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, თან საინტერესო ისაა, რომ მსგავსი ეფექტი არ არის ხელოვნურად მიღწეული, ქერენმა სიმღერები 2006-2007 წლებში ჩაწერა საკუთარ სახლში, აკუსტიკური გიტარის თანხლებით. როგორც ჩანს, დეპრესიულ პერიოდს უქმად არ ჩაუვლია, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვთვლი, ალბომი მომეწონა, თუმცა მოსმენის შემდეგ სიცარიელე დამიტოვა, ძალიან კარგად იგრძნობა მუსიკაში ის, თუ რა განწყობით მღეროდა ქერენი ამ სიმღერებს შორეულ 2006 ში. ეს განწყობა მსმენელზეც გადმოდის, ასე რომ, მოსმენისას წვიმიანი ამინდი შეარჩიეთ, არ უხდება ამ ალბომს მზე.

ალბომის საერთო შეფასება7.4
7.4
Tags Karen O

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours