Forbes-logo-1

ჟურნალმა „ფორბსმა“ 2014 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალები დაასახელა

ფინანსურმა ჟურნალმა „ფორბსმა“ პოპულარული მომღერალი ქალების ბოლო 12 თვის შემოსავლები დაიანგარიშა. ამ მხრივ პირველ ადგილზე ბიონსე გავიდა, რომლის საბანკო ანგარიში ერთი წლის განმავლობაში 115 მილიონი დოლარით შეივსო. გამოცემის ჟურნალისტებმა მომღერლის 5 წლის წინანდელი ციტატაც გაიხსენეს: „თუ გინდა წარმატება და მეგობრების კეთილგანწყობა დაიმსახურო, ისევე, როგორც სხვებმა, შენც ძალიან ბევრი უნდა იშრომო“. მეორე ადგილზე ტეილორ სვიფტი გავიდა თავისი 64 მილიონით და მესამეზე – პინკი. მე-10 ადგილზე კი 30 მილიონი დოლარით ბრიტნი სპირსია.

2014 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალი:

  1. Beyonce – 115 მლნ $
  2. Taylor Swift – 64 მლნ $
  3. Pink – 52 მლნ $
  4. Rihanna – 48 მლნ $
  5. Katy Perry – 40 მლნ $
  6. Jennifer Lopez – 37 მლნ $
  7. Miley Cyrus – 36 მლნ $
  8. Celine Dion – 36 მლნ $
  9. Lady Gaga – 33 მლნ $
  10. Britney Spears – 30 მლნ $
Britney-Spears-Lady-Gaga-Beyonce

Britney Spears, Beyonce, Lady Gaga

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours