RobHalford

Judas Priest-მა ჰელოუინის კონცერტზე ‘ეშმაკი მოიხმო’

ლეგენდარულ ჰევი მეტალ ჯგუფს Judas Priest_ს კანადაში 31 ოქტომბერს კონცერტი ჰქონდა, რომელიც დამსწრეებს ჰელოუინის კარგად გატარებაში დაეხმარა.

კონცერტი 2014 წლის ტურნეში მოხვდა, რომელიც ჯგუფის ბოლო ალბომის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. შოუ ბრენდტ ცენტრში გაიმართა, რომელიც ჩვეულებრივ ჰოკეის არენა გახლავთ.

კონცერტი საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა. რობ ჰელფორდი თითქმის ყველა სიმღერას ახალი ჩაცმულობით ხვდებოდა. ერთ-ერთი სიმღერის დროს კი ის ჩონჩხის თავის ქალით გამოვიდა.

მაყურებელი, როგორც მოსალოდნელი იყო ჰელოუინისთვის შესაბამისი ფორმით მივიდა. კონცერტი სავსე იყო ზომბებით და ურჩხულებით. ერთ-ერთმა კლოუნის ფორმიანმა მაყურებელმა კი დაცვისგან დასხლტომა და სცენაზე ასვლა სცადა. ერთი სიტყვით, ჰელოუინისთვის შესაფერისი გარემო იყო.

კონცერტის წინ ჯგუფის ბასისტმა იან ჰილმა განაცხადა, რომ ყველაფერი ჰელოუინის დღესასწაულით იქნებოდა სავსე და თუ ყველაფერი კარგად გამოვიდოდა, ისინი ეშმაკსაც მოიხმობდნენ სცენაზე. კონცერტი ყველა მხრივ იდეალური გამოვიდა და სად იყო ამ დროს ეშმაკი, ეს ალბათ მარტო ეშმაკმა იცის.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours