JudasPriest_640x390-d9e3238afe

Judas Priest-ის ახალი ალბომი გაყიდვაშია

ლეგენდარულმა ჰევი-მეტალ ჯგუფმა, Judas Priest თავისი მე-18 სტუდიური ალბომი Firepower გამოუშვა.

ალბომში შესულია თქვენ წარმოიდგინეთ 14 სიმღერა და ეს არის მეორე ალბომი, მას შემდეგ რაც ჯგუფის გიტარისტი კენეტ დაუნინგი წავიდა.

სიმღერების ძირითადი თემატიკა წარმოსახვითი ბრძოლებია. ლირიკით და ტემპით ჰგავს ჯგუფის საწყისი პერიოდის ალბომებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰალფორდის ბოლო დაბრუნების შემდეგ გამოსული საკამოდ წარმატებული ალბომებისგან ‘Firepower’ განსხვავდება, ჯგუფის ერთგულმა ფანებმა ალბომი დადებითად მიიღეს და უკვე დიდი ოდენობით იყიდება, მაგრამ ალბომის გამოსვლამდე უკვე გამოვიდა 4 სინგლი.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours