1516766

Joy Division-ის ლიდერის ქვრივი მეუღლის დღიურის გამოქვეყნებას აპირებს

იან კერტისის დღიური სახელად “So This Is Permanence: Ian Curtis, Joy Division Lyrics and Notebooks” მისი სიკვდილიდან 34 წლის შემდეგ გამოქვეყნდება, ჯგუფის მენეჯერის რობ გრეტონის თქმით, დღიური ეხება სიმღერას Love Will Tear Us Apart, ხოლო მისი მომზადება და დამუშავება კი თავად მუსიკოსის ქვრივს დებორი კერტისს ეკუთვნის. დღიურს გამომცემლობა Faber&Faber გამოსცემს და ის წიგნის მაღაზიებში 16 ოქტომბერს გამოჩნდება.
1516764

დებორამ ამასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა: ” ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯგუფის მენეჯერისგან რობ გრეტონისგან გავიგე რომ, სიმღერა Love Will Tear Us Apart, სადაც საუბარია მოსაწყენ და მომაბეზრებელ ოჯახურ ცხოვრებაზე, მას შემდეგ, რაც სიყვარული ქრება, მე მეხებოდა. მე ვიყავი გაბრაზებული და შეურაცხყოფილი, გადავქექე მისი დღიურები, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ასე არ იყო…”.
ქვრივმა ასევე გაიხსენა, როგორ გაიცნო პირველად კერტისი: “მაშინ ის თვალებს იღებავდა, ატარებდა სასაცილო ვიწრო შარვლებს და ბეწვის ქურქს” და როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება მას შემდეგ, რაც მუსიკოსს ეპილეფსია აღმოაჩნდა, სწორედ ეს გახდა მისი დეპრესიის და შემდგომ თვითმკვლელობის მიზეზი.

მუსიკოსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 1980 წლის 18 მაისს დაასრულა. მისი სიკვდილით Joy Division-მა შეწყვიტა მოღვაწეობა, მოგვიანებით კი ჯგუფის წევრებმა შექმნეს ახალი პროექტი New Order.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours