dzhonni_depp

ჯონი დეპის გიტარის სოლო რაიან ადამსთან ერთად

ჯონი დეპს აპლოდისმენტები, შეძახილები “ჯონი! ჯონი! ჯონი!” და ოვაციები ერგო რაიან ადამსის კონცერტზე შეკრებილი პუბლიკისგან. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მსახიობმა გიტარის სოლო შეასრულა Danzig-ის ანტი-ცენზურულ სიმღერაში “Mother”, რომლის ქავერიც რაიან ადამსის რეპერტუარშია.
მსახიობი სცენაზე საყვარელი ქუდით წარსდგა და შეეცადა დანციგის ენერგიული სიმღერისთვის რომანტიული ბლუზ სოლო შეემატა და გამოუვიდა კიდეც.

დეპი ბოლო პერიოდში ძალიან სასურველი სტუმარი გახდა ბევრი მუსიკოსისთვის, მაგალითად, ის ნახევარი საათის განმავლობაში იდგა სცენაზე პოლ მაკარტნისთან ერთად. ელის კასტელოს ეხმარებოდა სტუდიურ მუშაობაში და გიტარის პარტია ჩაწერა სიმღერისთვის “Kansas City”, ის ასევე თანამშრომლობდა ჯგუფ აეროსმიტთანაც.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours