John-Lennon220813

ჯონ ლენონის გიტარა 600,000 ფუნტად შეფასდა

გიტარა, რომლითაც The Beatles-მა 1966 წლის ჰიტი “Paperback Writer” დაწერა 600,000 ფუნტად შეფასდა. The Gretsch 6120 ლენონმა საკუთარ ბიძაშვილს დეივიდ ბირხს აჩუქა 1967 წელს, მან კი თავის მხრივ გადაწყვიტა გიტარა აუქციონზე გაეტანა. აუქციონი ლონდონის Le Meridien Hotel-ში გაიმართება 23 ნოემბერს. ასე რომ, ბითლომანებს, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ მოსალოდნელ აუქციონში.

სხვათა შორის, სულ ახლახან ჯგუფის კიდევ ერთი რარიტეტი, სადებიუტო ფირფიტა “Please Please Me” 22 000 ფუნტად გაიყიდა ონლაინ აუქციონზე.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours