qq

ჯონ დოლმაიანი: სამართლიანობისთვის ბრძოლამ დრო არ იცის

როგორც იცით, “System of a Down” ტურნეს გამართავს, რომელიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში უფასო კონცერტით დასრულდება

აღნიშნული ტურნე სომხეთის გენოციდის 100 წლისთავს ეძღვნება და მიზნად ისახავს მსოფლიოს ამცნოს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის განადგურების შესახებ .

“სამართლიანობისთვის დევნამ დრო არ იცის. ამ ტრაგედიიდან 100 წელი გავიდა, მაგრამ 1000 რომ გავიდეს, სამართლიანობისთვის ბრძოლა არ შეწყდება. ჩვენი ტურნე არ არის თურქი ხალხის წინააღმდეგ მიმართული, ჩვენ გვსურს მსოფლიომ ოსმალეთის მიერ სომეხ ხალხთა გენოციდი აღიაროს და სომეხი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს.” – აცხადებს ჯგუფის დრამერი ჯონ დოლმაიანი.

შეგახსენებთ, რომ სომეხი ხალხის გენოციდი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე 1915-1918 წლებში მიმდინარეობდა. დაღუპულთა ოდენობის შესახებ სხვადასხვა ვერსიებია, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ინფორმაციით გენოციდს 1.5მლნ. ადამიანი შეეწირა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours