joey-jordison-corey-taylor

ჯოი ჯორდისონი ვეღარ დაბრუნდება

“სლიპკნოტის” ვოკალისტმა, კორი ტეილორმა განაცხადა, რომ ჯოი ჯორდსონსა და კორი ტეილორს შორის თანამშრომლობა აღარასოდეს განმეორდება.

არსებობს კანონიერება, მაგრამ ხალხი უნდა მიხვდეს, რომ ამავდროულად არსებობს პატივისცემა. არ ვაპირებ ვისაუბრო ჯოის ცხოვრებაზე, იმიტომ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, ხალხმა ეს უნდა გააცნობიეროს. თავის ცხოვრებაზე ლაპარაკის უფლება მხოლოდ მის მფლობელს აქვს, ანუ ჯოის და თუ ის მოისურვებს, შეძლებს კიდეც. არ ვაპირებ გამოვეკიდო მას, ვისთანაც 15 წელი ვაშენებდი რაღაც საოცრებას. ამის გაკეთებას არ ვაპირებ.

 

მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ის ჯგუფს ნამდვილად დააკლდა, მაგრამ როცა ერთ გზაზე მიდიხართ და ვინმე მობრუნებას გადაწყვეტს, ზოგჯერ მასთან ერთად უნდა მობრუნდე, ზოგჯერ კი უნდა გაშორდე და გზა გააგრძელო. ამ შემთხვევაში ჩვენ მას გავშორდით. ჩვენ უბრალოდ ვერ შევძლებდით ერთად მუშაობას. სულ ეს არის.

შეგახსენებთ, რომ როდესაც ყველაზე პოპულარულმა ახალგაზრდა დრამერმა ჯოი ჯორდისონმა ჯგუფი დატოვა, გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის ამბობდა, რომ ჯგუფი თავისი ნებით არ დაუტოვებია და არც არასოდეს გააკეთებდა ამას.

გააზიარე პოსტი

4 comments

Add yours
  1. Akaki Getia 3 ნოემბერი, 2014 at 10:54 პასუხი

    გამოკითხვა ჩაატარეს ვინ იყო საუკეთესო დრამერი 40_ს დაბალა და ამან გაიმარჯვა…ჩვენს გვერდზეც იდო ეგ სტატია. ყველანაირად ვცდილობთ სტატიაში სუბიექტური აზრი არ ჩავაქსოვოთ და უსაფუძვლო კრიტიკას არ მივიღებ. აი ამ ირონიის საპასუხოდ კი გტყვი, რომ ჩემი მიზანია სტატიები ვთარგმნო და არა ვიღაცის გემოვნებაზე ვიზრუნო. დამავალებ, თუ ავტორის ავტორის გემოვნებას თავს დაანებებ. ძაან თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ ჯოი ჯორდისონი მეც არ მიმაჩნია 40_ს დაბლა საუკეთესო დრამერად

  2. Vakho Tabatadze 3 ნოემბერი, 2014 at 12:53 პასუხი

    Akaki Getia ამ შემთხვევაში მე უბრალოდ იმის თქმა მსურდა რომ კარგად ვიცით რომ ჯორდისონი ყველაზე პოპულარული და მითუმეტეს ახალგაზრდა არაა და არამგონია რომელიმე სტატიაში ეს ეწეროს(უცხოურში), გამოკითხვებზე არ მაქვს ინფორმაცია (ეს ნამდვილად არაა თქვენი ბრალი) და ცუდად ნუ გამიგებთ, უბრალოდ ხუმრობა ხუმრობაა.
    პ.ს. კარგია კომენტარებს ყურადღებას რომ აქცევთ, მადლობა ამისთვის.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Akaki Getia კომენტარის გაუქმება