johnny_marr__playland_

Johnny Marr — Playland

პოსტ-პანკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გიტარისტი ჯონი მარი, ლეგენდარული The Smiths-ის დაშლის შემდეგ ეპიზოდურად თუ გამოჩნდებოდა სცენაზე, ის რამდენიმე არც ისე წარმატებულ პროექტში უკრავდა, ასევე ჰქონდა საკუთარი პროექტებიც, მაგალითად: The The, Modest Mouse, Electronic და The Healers. გასულ წელს მუსიკოსი მშობლიურ ქალაქ მანჩესტერში დაბრუნდა და ჩაწერა ფორმალურად პირველი სადებიუტო სოლო ალბომი “The Messenger”, რომელმაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურებები დაიმსახურა კრიტიკოსებისგან. ალბათ ეს გახდა იმისი მიზეზი, რომ 51 წლის მუსიკოსმა უკვე მეორე სოლო ალბომი “Playland” წარუდგინა მსმენელს.

ალბომი უჩვეულოდ ენერგიული გამოვიდა, მასში იგრძნობა როგორც მარისთვის დამახასიატებელი გიტარის ჟღერადობა, ასევე 80-იანების პოსტ-პანკური ატმოსფეროც. ალბომი ინსტრუმენტალურად ძალიან კარგია, ასევე კარგია ვოკალიც, ამ მხრივ მარის საუკეთესო ნამუშევრადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours