Jimmy-Page

ჯიმი პეიჯი ახალ ჯგუფს აყალიბებს

ლეგენდარულ გიტარისტს, ჯიმი პეიჯს, როგორც ჩანს, ჯგუფ “ლედ ზეპელინის” გაერთიანების იმედი საბოლოოდ გადაეწურა. ამის შესახებ მუსიკოსმა რამდენიმე დღის წინ ლონდონში ისაუბრა. მან კონკრეტული ფაქტების დასახელებისაგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯგუფის აღდგენის იდეა არ გამოიყურება საიმედოდ.

104127-jimmy_page_617_409

თუმცა პეიჯი აპირებს მომავალ წელს მაინც გამართოს კონცერტები სხვა მუსიკოსებთან ერთად, რომელთაგან ზოგიერთი, შესაძლოა, ნაკლებად ცნობილი იყოს საზოგადოებისათვის.  “მინდა, რომ დავუბრუნდე ადრეულ ნაწარმოებებს, მათ შორის Yardbirds-ის მასალებს. იმედი მაქვს, რომ ახალ ნამუშევრებთან ერთად დავუკრავ ყველა ცნობილი ნაწარმოების ინსტრუმენტალურ ვერსიებს” – განაცხადა ჯიმი პეიჯმა.

 

გააზიარე პოსტი

4 comments

Add yours

დატოვეთ კომენტარი