jack-white-5

ჯეკ უაიტმა ფანებს მოუბოდიშა

ჯეკ უაიტმა გუშინ ლონდონში გამართულ კონცერტზე ფანებს ბოდიში მოუხადა 2007 წელს მომხდარი ამბის გამო.

2007 წელს ჯგუფს The White Stripes, რომლის ლიდერიც ჯეკ უაიტი გახლდათ, ლონდონში O2 არენაზე კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ კონცერტი არ ჩატარდებოდა, მიზეზი კი ჯგუფის დრამერის მეგ უაიტის მწვავე ნევროზი გახლდათ.

კონცერტის დაწყების წინ უაიტმა ბოდიში მოიხადა და განახადა, რომ ის სცენაზე იმ კონცერტის გამო იყო, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო მისმა ბენდმა ვერ ჩაატარა.

მან ასევე აიკი ოუენსი მოიხსენია, რომელიც ერთი თვის წინ გარდაიცვალა. მუსიკოსი სწორედ ჯეკ უაიტის ბენდში უკრავდა პიანინოზე, მომღერალმაც ეს კონცერტი სწორედ მას მიუძღვნა.

კონცერტის ბოლოს კი ჯეკმა Seven Nation Army შეასრულა და გულშემატკივრებს განუცხადა, რომ ისინი საოცრებები იყვნენ და ისიც ნამდვილი ჯეკ უაიტი იყო.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours