34119090_1860337080671234_5319201409936130048_n

Infadus – Intra Nether

როგორც იცით, ჯგუფმა Infadus სადებიუტო ალბომი გამოუშვა სახელწოდებით Intra Nether. გთავაზობთ ალბომის რევიუს.

ზოგადად, ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, რომ ქართული ჯგუფი ალბომს უშვებს, მითუმეტეს ბოლო პერიოდში. 2012-2015 წლებში რამდენიმე ძალიან საინტერესო ჯგუფი გამოჩნდა, ბოლო 2-3 წელია ყველაფერი ნელი ტემპით მოძრაობს. ამ ყველაფრის ფონზე კი Infadus ერთ-ერთი იშვიათი ჯგუფია, რომელიც ცდილობს მსნენელს ძალიან ბევრი სიახლე შესთავაზოს.

ჯგუფმა პირველი დემო ჩანაწერებით მიიპყრო მსმენელთა დიდი ყურადღება. Dancers in Despair, I Refuse To Die და Graceful Sorrow მსემენელმა ძალიან ახლოს მიიღო თავის გემოვნებასთან. მეც ძალიან მომეწონა ეს სიმღერები, მაგრამ ვაღიაროთ რომ სამივე მათგანში უცხოური ჯგუფების ზედმეტი გავლენა იყო, განსაკუთრებით მელოდიურ სოლოებში, ალბათ ამიტომაც გახდა მსმენელთა დიდი ნაწილისთვის ძალიან მისაღები. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამას არცერთ ჯგუფს, მითუმეტეს დამწყებებს მინუსად არ ჩავუთვლი, პირიქით, ქართველ მსმენელთა დიდი ნაწილიც დამწყებია ამგვარი მუსიკის მოსმენაში და ჯგუფები უბრალოდ ვალდებულნი არიან ბევრ დათმობაზე წავიდნენ და მსმენელისთვის ადვილად მისაღები მუსიკა შექმნან, რისი ერთ-ერთი მაგალითიც პოპულარული უცხოური ჯგუფების გავლენის საკუთარ შექმომედებაზე დიდი დოზით გადატანაა.

სხვა ჯგუფების გავლენას Intra Nether-იც განიცდის, თუმცა უფრო დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პირველიდან მერვე ტრეკამდე მსმენელი არა ერთ ან ორს, არამედ 10-15 ერთმანეთისგან ჟანრობრივად განსხვავებულ ჯგუფს გაიხსენებს, რაც მსმენელს არ მისცემს შესაძლებლობას Infadus რომელიმე კონკრეტული ჯგუფის მიმბაძველად წარმოსახოს, სწორედ ეს არის დემო-ტრეკებიდან წინ გადადგმული ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ ტემპი, შესრულების მანერა და სტილი თითოეულ ტრეკში უამრავჯერ იცვლება, ეს იგივე graceful sorrow-სგან განსხვავებით უფრო ქაოსურად ხდება და ამან შეიძლება მსმენელი დააბნიოს და ზედმეტი მრავალფეროვნებით გადაღალოს, რაც ამ მრავალფეროვან ალბომს ჩვეულებრივ მონოტონური ალბომისგან არაფრით გამიჯნავს.

ალბომში ძალიან ძალიან ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული პარტიებია. ამ რვა არცთუისე ხანგრძლივი ტრეკის ‘მასალით’ თავისუფლად შეიძლებოდა ორი უფრო ხანგრძლივი სტუდიური ალბომის გამოშვება. დიახ, მეტალის ჟანრის ექსპერტებისთვის, რომლებიც დღეში რამდენიმე ახალ ბენდს უსმენენ და ამ საქმეში სერიოზულად არიან ჩაფლული ამგვარი რისკი ძალიან დადებით შეფასებებს დაიმსახურებს, მაგრამ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ამგვარი ექსპერტები ძალიან ცოტაა, სამაგიეროდ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ამ ჟანრის მუსიკასაც კი ზედაპირულად უსმენს ან უფრო სწორი ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ რაღაც-რაღაცებს ნაკლებად უღრმავდება. ჯგუფმა იმისთვის, რომ პირველი კატეგორიის მსმენელებზე გაიწიოს, მეორე კატეგორიის მსმენელთა დიდი ნაწილის სიმპათიები უნდა დაიმსახუროს, რაც ჯფუფის ცნობადობას გაზრდის და კომერციულ წარმატებასაც მოუტანს. ალბათ, ეს ჯგუფმაც კარგად იცის, რადგან ცალკე გამოშვებული კლიპი და ტექსტ-ვიდეო, სწორედ ამ კატეგორიის მსმენელთან არის ყველაზე მეტად ახლოს (განსაკუთრებით Obsidian Dream). შეიძლება ექსპერტებმა ძალიან ცუდად შეაფასონ ორი-სამი სოლოს მთელი სიმღერის მანძილზე ტრიალი, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ექსპერტები ქართულ ჯგუფებს არ უსმენენ, ხოლო იმისთვის რომ მოუსმინონ, აუცილებელია დიდი ოდენობის, თუნდაც ქართული ფან-ზონის შექმნა. სხვა შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდებათ ბიჭებო თქვენი ხარჯებით ბოლომდე გაქაჩვა.

რაც შეეხება ალბომის მუსიკალურ ნაწილს. ეს არის უმაღლესი დონის ალბომი ძალიან ხარისხიანი შესრულევის მანევრით. დრამი, გიტარა, ბასი უკომენტაროდ. ვოკალიც უფრო მრავალფეროვანია და ვოკალისტსაც დაეტყო რომ გაზრდასთან ერთად უფრო უხეში და მამაკაცური ხმა გაუხდა, თანაც ძალიან მაგარი ქლინი აქვს, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო რომ მიუხედავად სტუდიური ჩანაწერისა, მაინც ჩანს რომ ხმა უფრო სწრაფად ეღლება და ნაკლებად თავისუფლად სუნთქავს, ამიტომ მეტი ინდივიდუალურად მუშაობაა საჭირო. ფაქტია, ძალიან დიდი ტალანტი აქვს ამ ვოკალისტს და ჯგუფში დამსახურებულად იმაზე დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ამ ჟანრის სხვა ჯგუფებში, მითუმეტეს ქართულ მეტალ-ჯგუფებში, სადაც ვოკალისტები “განვადებით გამოაქვთ”. ფაქტია, გიო ხურცილავას აქვს ინდივიდუალიზმი, რაც ჯგუფის მსუყე ბონუსია და შეუძლია ჯგუფის ცნობადობის გაზრდაში დიდი როლი ითამაშოს, ამიტომ მინდა რომ დასახვეწად თავის ვოკალზე ინდივიდუალურადაც იმუშავოს.

ის რაც ყველაზე მეტად ალბომში მომეწონა, არის ერთიანობის განცდა. Intra Nether არის ერთიანი გამართული მექანიზმი, სადაც ყველა ჟანრის მსმენელისთვის არის ადგილი. შეიძლება ბევრისთვის დიდი, ბევრისთვის კი ცოტა, რაზეც ზემოთ ვრცლად ვისაუბრე, მაგრამ ალბომი არ არის გარიყული და სხვა ნაპირზე მდგომი. დიახ, ალბომი შეიძლება ბევრისთვის გადატვირთული და რთული იყოს, მაგრამ მათთვისაც არის მცირე ნაპერწკლები, რომლებიც ალბომის მოსმენას გაუადვილებს (იგივე Obsidian Dream). ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ ალბომი ჯგუფის წევრების ხუშტურია და მისი შექმნისას მსმენელზე არ უფიქრიათ. ამას ძალიან ვაფასებ ბიჭებო.

მელოდიურობა7.9
ტექნიკა8.6
ლირიკა7.2
აუდიო7.9
ნოვაცია8.2
ვიზუალი7.8
7.9

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours