JA slide show

Muse, Foo Fighters და Rolling Stones Guitar Hero ს გმირები გახდებიან

E-mail Print PDF

 

 

სწორედ ეს ჯგუფები გამოჩნდებიან, უკვე საკულტო თამაშის ახალ ვერსიაში. ასევე თამაშს დაემეტაბე წინა ვერსიებში არსებული და რამდენიმე ახალი ჯგუფიც, მაგალითად My Chemical Romance, The Cure,  Metallica, Slipknot, Stone Temple Pilots და ბევრი სხვა.

თამაშის "Guitar Hero: Warriors Of Rock" მსოფლიო პრემიერა დაგეგმილი 2010 წლის შემოდგომაზე.

 

ექიმი ჰაუსი ალბომს უშვებს

E-mail Print PDF

 

 

მსახიობის თაყვანისმცემლებმა კარგად იცით რომ ჰიუ ლორი იმის გარდა რომ საშინლად ცინიკური და მარტოსული ექიმია მუსიკასაც წერს, ხოდა მან გადაწყვიტა ალბომი გამოუშვას, სტილი რა თქმა უნდა ბლუზი. ალბომში შევა როგორც ცნობილი სიმღერების ქოვერები ასევე მისი საკუთარი ნაწარმოებებიც.

დისკის გამოსვლა შემოდგომის პირველ ნახევარში არის დაგეგმილი.

 

SONS OF THE SUN სადებიუტო ალბომი!

E-mail Print PDF

 

 

გამოვიდა ქართული Alt Metal ჯგუფის პირველი სადებიუტო ალბომი სახელად Sons Of The Sun  რომელშიც შესულია 12 სიმღერა. ალბომი შეზღუდული ტირაჟით გამოიცა და გირჩევთ დროულად მიაკითხოთ მაღაზია ტიტანს მის შესაძენად (ათონელის 29).

ალბათ ჯგუფი არავისთვის არ არის უცხო, მაგრამ მაინც მოგაწვდით ჯგუფის შესახებ მცირე ინფორმაციას, ჯგუფი შეიქმნა 2006 ირაკლი ზიბზიბაძისა და ნიკა ანდღულაძის მიერ, შექმნიდან დღემდე ჯგუფი აქტიურად ეწეოდა სტუდიურ მუშაობას და შედეგიც სახეზეა, პირველი ალბომი რომელიც ძალიან მოეწონებათ მძიმე მუსიკის მოყვარულებს. 

 

 

 ჩემი მხრიდან დავამატებ რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი რომელიც საქართველოში შექმნილა, ვგულისხმობ როგორც მუსიკალურ მხარეს ასევე ჩანაწერის ხარისხსაც. რთულ და ამასთანავე მელოდიურ ინსტრუმენტალს ძალიან მოუხდა პროგრესივისთვის დამახასიათებელი ვოკალი. მოკლედ თუ ვინმეს გიყვართ თანამედროვე, ალტერნატიული, პროგრესული და ამასთან მძიმე მუსიკა ეს ალბომი გულგრილს არ დაგტოვებთ.

Last Updated ( Saturday, 02 May 2009 09:07 )
 

მესი მზადაა ნებისმიერი თანხა გადაიხადოს ჯგუფის გაერთიანებისთვის

E-mail Print PDF

 

 

მიუხედავად იმისა რომ ბრიტანეთის აწ უკვე ყოფილი სიამაყე ჯგუფი Oasis უკვე კარგახანია დაიშალა, ის კვლავ ისეთივე პოპულარულია როგორც ადრე, ამაზე მუსიკალური ჩარტებიც მეტყველებს სადაც ჯგუფი კვლავ მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.

მაგრამ როგორც ჩანს ჯგუფი ფეხბურთელებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგალითად არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი მზადაა ჯგუფის თუნდაც ერთი დღით გაერთიანებისთვის ნებისმიერი თანხა გადაიხადოს, მან ოფიციალურად შესთავაზა ჯგუფს რომ კონცერტი გამართონ მომავალი მსოფლიო ჩემპიონის (ანუ არგენტინის) საპატივცემულოდ, ამისათვის კი ის და არგენტინის ნაკრები მზადაა ნებისმიერი მოთხოვნილი თანხა გადაიხადონ.

 

 
More Articles...
Page 9 of 190