JA slide show

CRADLE OF FILTH სიახლეები ახალ ალბომზე

E-mail Print PDF

 

 

ჯგუფმა ორი ახალი ინფორმაცია გაავრცელა მათი ახალი ნამუშევრის შესახებ, კერძოდ უკვე ცნობილია რომ ჯგუფის ახალ ალბომს სახელად "Darkly Darkly Venus Aversa" დაარქმევენ (აქამდე გავრცელდა ინფორმაცია რომ ალბომი "All Hallows Eve" სახელით გამოვიდოდა). ხოლო ოფიციალური რელიზის თარიღად კი 22 ოქტომბერი დასახელდა.

 

 

ლეგნდარული Deep Purple-ს ვოკალისტი Ian Gillan ქართველ ფანებს პირადად შეხვდება!

E-mail Print PDF

 

 

ლეგენდარული როკ ჯგუფის Deep Purple ვოკალისტი იან გილანი ქართველ ფანებს სტამბულის კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე პირადად შეხვდება. ეს გადაწყვეტილება თავად გილანმა ქართველი ფანის მიერ მისთვის გაგზავნილი მეილის შემდეგ მიიღო.

როგორც იცით ჯგუფი 20 ივლისს კონცერტს მართავს თურქეთში, სტამბულის Turkcell Kurucesme Arena-ზე. ამასთან დაკავშირებით ქართველმა მსმენელებმა გადაწყვიტეს ყველანი ერთად გაემგზავრონ 2 000 კილომეტრით მოშრებულ ქალაქში საყვარელი ჯგუფის ლაივის სანახავად. ყველაფერს სათავეში ერთ-ერთი ფანი გიორგი კიკონიშვილი ჩაუდგა. სწორედ მის მიერ გაგზავნილი მეილი გახდა გილანის ინიციატივის მიზეზი.

გიორგი კიკონიშვილი: დაახლოებით 3 თვის წინ, როდესაც ყველაფრის ორგანიზება დავიწყეთ, იან გილანს მივწერე მეილი, სადაც ვუყვებოდი თუ როგორ ვემზადებოდით ათეულობით ქართველი ფანი სტამბულში მათი კონცერტის სანახავად, აგრეთვე გავახსენე მისი თბილისური ვიზიტი 1990 წელს, როდესაც იანმა 5 კონცერტი გამართა სპორტის სასახლეში და შემდეგ მის მეუღლესთან ერთად დაიწერა ჯვარი სვეტიცხოველში, ჩოხაში გამოწყობილმა. აგრეთვე მოვუყევი პირადად მე როდის და რატომ დავიწყე ამ ჯგუფის მოსმენა. საბოლოო ჯამში წერილი იმდენად ემოციური გამოვიდა, რომ 6 მაისის ღამეს Deep Purple-ს ტურ მენეჯერმა გვამცნო: “იან გილანს იმდენად გაუხარდა თქვენი მეილი, რომ გამოთქვა სურვილი, მოვაწყოთ მისი და თბილისიდან ჩასული ქართველი ფანების შეხვედრა კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე“

მსოფლიოს ყველაზე ცნობილ როკ-ვოკალისტთან და ცოცხალ ლეგენდასთან შეხვედრის მოლოდინით გახარებულ ქართველ ფანებს სტამბულში წასასვლელად ყველა საორგანიზაციო საკითხი გადაწყვეტილი აქვთ და როგორც ამბობენ გზა, 3 დღე სტამბულში, კონცერტი და იან გილანის პირადად ნახვა არცთუ ისე ძვირი უჯდებათ. ასე რომ, მსურველებს შეუძლიათ შეუერთდენ და მათთან ერთად წავიდნენ სტამბულში.

შეგახსენებთ, რომ იან გილანი გარდა Deep Purple-სა, იყო ვოკალისტი ჯგუფ Black Sabbath-ში და აგრეთვე სწორედ მან შეასრულა იესო ქრისტეს პარტია ლეგენდარულ როკ-ოპერაში Jesus Christ Superstar. გამოკითხვების უმეტესობაში იანი სახელდება როგორც ყველაზე დიდი როკ-ვოკალისტი. ის ასევე ცნობილია როგორც როკ-მუსიკაში ყველაზე დიდი დიაპაზონის მქონე მომღერალი, ხოლო მის მიერ შესრულებულ სიმღერას Child In Time მიაკუთვნეს პირველი ადგილი გამოკითხვაში „მსოფლიო როკ-მუსიკის 100 საუკეთესო ვოკალ-პარტია“

დამატებითი ინფორმაცია სტამბულის კონცერტთან და გილანთან შეხვედრასთან დაკავშირებით იხილეთ ჯგუფის ქართულ ბლოგზე http://www.deeppurplegeorgia.blogspot.com



Contact: 877 120 556 - გიორგი კიკონიშვილი

ავტორი გიორგი კიკონიშვილი

 

Slipknot ის მომავალი გაურკვეველია

E-mail Print PDF

 

 

ფესტივალ Sonisphere ვებ გვერდზე, ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა რომელიც Slipknot–ის გიტარისტს, ჯიმ რუთს ეკუთვნის. ინტერვიუში მან აღიარა რომ დღემდე ჯგუფმა არ იცის დაიწყოს თუ არა ახალი ბასისტის ძიება, თუ საერთოდ შეწყვიტონ არსებობა. 

რუთის ცნობით უახლოესი ორი წელი ის და კორი ტეილორი საკონცერტო ტურნეებს გამართავენ მსოფლიოს გარშემო, მათ პროექტ Stone Sour თან ერთად. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება Slipknot ის ბედი.

"მე არ შემიძლია გითხრათ შეძლებთ თუ არა ოდესმე ჯგუფის სცენაზე ხილვას, თუმცა ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია, დიდმა დრომ უნდა გაიაროს რომ ჩვენ თუნდაც გავიფიქროთ ამაზე. არც ერთ ჩვენთაგანი დღეს ამაზე არ ფიქრობს, ეს წარმოუდგენელია, ძალიან გვიჭირს იმისი წარმოდგენა რომ პოლის ნაცვლად სცენაზე ვინმე სხვა დაუკრავს. ძალიან გვიჭირს მომხდარის დაჯერება." განაცხადა რუთმა.

როგორც ჩანს ჯგუფი მინიმუმ 2 წლით დაემშვიდობება სცენას, თუმცა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჯგუფის საერთოდ არსებობა. მითუმეტეს რომ კორი ტეილორის მეორე პროექტი, ჯგუფი Stone Sour სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც მისგან კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ძნელია იმისი თქმა დარჩება თუ არა მას იმისი ფიზიკური და სულიერი ძალები რომ Slipknot–ი შეინარჩუნოს, მითუმეტეს ამ ტრაგედიის შემდეგ. 

Last Updated ( Sunday, 04 July 2010 06:28 )
 

COMBICHRIST ი ახალ ალბომს უშვებს

E-mail Print PDF

 

 

ნორვეგიული დარქ ელექტრო პროექტი რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომს უშვებს. ალბომი სახელად "Making Monsters" 27 აგვისტოს გამოვა.

თუმცა უკვე გამოვიდა სინგლი სახელად "Never Surrender"რომელიც წარმატებით სარგებლობს ჯგუფის თაყვანისმცემლებს შორის.

ალბომის ტრეკ–სია კი ასე გამოიყურება:

01. Declamation
02. Follow The Trail Of Blood (featuring Brandon Schiepatti of BLEEDING THROUGH)
03. Never Surrender
04. Throat Full of Glass
05. Fuckmachine
06. Forgotten
07. Just Like Me
08. Slave To Machine
09. Through These Eyes of Pain
10. Monster:Murder:Kill
11. They
12. Reclamation


 

 
More Articles...
Page 8 of 190