JA slide show

დეტალები DIMMU BORGIR ის ახალ ალბომზე

E-mail Print PDF

 

 

ცნობილი გახდა ჯგუფის ახალი ალბომის გარეყდა და ტრეკ–სია. 

ალბომ  "Abrahadabra" ტრეკ–სია ასე გამოიყურება:

01. Xibir (2:50)
02. Born Treacherous (5:02)
03. Gateways (5:10)
04. Chess With The Abyss (4:08)
05. Dimmu Borgir (5:35)
06. Ritualist (5:13)
07. The Demiurge Molecule (5:29)
08. A Jewel Traced Through Coal (5:16)
09. Renewal (4:11)
10. Endings And Continuations (5:58)

 

LINKIN PARK ახალი სინგლი

E-mail Print PDF

 

 

ჯგუფმა ჩაწერა ახალი სინგლი "The Catalyst" რომელიც შევა მათ ახალ ალბომში  "A Thousand Suns". 

როგორც ჯგუფის წევრები ირწმუნებიან ახალი ალბომი მათ ერთგულ მსმენელს ძალიან გაახარებს, ეს იქნება ნამდვილი მოგზაურობა მათთვის რადგან ალბომი აბსოლუტურად განსხვავდება მათი წინა ნამუშევრებისგან.

სინგლის მოსმენა შეგიძლიათ მეტის წაკითხვაში.

 

Deep Purple – Live In Istanbul

E-mail Print PDF

 

 

20 ივლისს სტამბულში კონცერტს გამართავს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი როკ-ჯგუფი Deep Purple. ჯგუფმა პოპულარობის პიკს 70-იან წლებში მიაღწია და კლასიკური ალბომებით In Rock, Fireball, Machine Head ჰარდ-როკს ჩაუყარა საფუძველი. 70-იანი წლების პირველ ნახევარში Deep Purple მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარულ ჯგუფად ითვლებოდა. ლეგენდარული ლაივ-ალბომის Made In Japan, აგრეთვე ჰიტ-სინგლების Black Night, Child In Time, Fireball, Highway Star, Lazy, Woman From Tokyo, Burn და რა თქმა უნდა Smoke On The Water გამოშვების შემდეგ კი კომერციული თვალსაზრისით გაუსწრო იმ დროის კიდევ ერთ-ერთ უდიდეს როკ-ჯგუფს Led Zeppelin. საბოლოოდ კი Led Zeppelin და Black Sabbath-თან ერთად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს როკ-მუსიკის ყველაზე დიდ ტრიუმვირატში.

ჯგუფის დაარსებიდან უკვე 40 წელი გავიდა. ამ წლების მანძილზე მათ კიდევ ბევრი ჰიტ-სინგლი და ალბომი გამოუშვეს. თანამედროვე მუსიკალური ტენდენციების რადიკალური ცვლილების მიუხედავად Deep Purple დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ როკ-ჯგუფად. ბენდის ბოლო ალბომს, სახელწოდებით Rapture Of The Deep შთამბეჭდავი პოპულარობა ხვდა წილად. ალბომი 2005 წელს გამოვიდა და რამდენიმე მილიონი ეგზემპლიარი გაიყიდა. Rapture Of The Deep-ის მხარდამჭერი მსოფლიო ტურნე კი აღმოჩნდა ყველაზე ხანგრძლივი და პოპულარული ტურნე ჯგუფის ისტორიაში. 2005 წელს დაწყებული Rapture of the Deep Tour დღემდე გრძელდება.

ამ ზაფხულს, 20 ივლისს Deep Purple თურქეთში, სტამბულში გამართავს კონცერტს. ამასთან დაკავშირებით ქართველმა ფანებმა გადავწყვიტეთ ყველა ერთად გავემგზავროთ და ვნახოთ ამ უდიდესი ჯგუფის ლაივ-კონცერტი.  
 

როგორ გაჩნდა იდეა (ორგანიზატორი გიორგი კიკონიშვილი გვიყვება):

ახალი წლის დღეებში, ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდს ვათვალიერებდი სადაც წავაწყდი ახალი ტურნეს თარიღებს. მათ შორის იყო სტამბულის კონცერტი და ვიფიქრე, რომ ასეთი შანსი, მენახა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი (და ჩემი საყვარელი) ჯგუფი, ხშირად არ მომეცემოდა. რამდენიმე ზარი გავუშვი უახლოეს მეგობრებთან და 3-4 კაცი უკვე მზად ვიყავით ზაფხულში სტამბულში წასასვლელად. მოგვიანებით ფორუმზე აღმოვაჩინე, რომ ჩემს გარდა კიდევ უამრავი ფანი იყო ვინც სიამოვნებით წამოვიდოდა თურქეთში. ფიქრებში გართულმა წარმოვიდგინე, ქართველი ფანებით დატვირთული ავტობუსი როგორ ტოვებს ქალაქს კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე და მიეშურება სტამბულისკენ, წარმოვიდგინე საერთო მხიარულება ავტობუსში 24 საათიანი მგზავრობისას და უკან დაბრუნებისას, 50-მდე გახარებული ქართველი ფანი. მივხვდი რომ ამ იდეის განხორციელებაში არაფერი იქნებოდა რთული და ფორუმზე მოქმედებას შევუდექი. რამდენიმე დღეში შევგროვდით 15-მდე ადამიანი ვინც წამომსვლელი იქნებოდა. მაგრამ კიდევ რჩებოდა ბევრი ფანი, ვინც სიამოვნებით წამოვიდოდა რომ სცოდნოდა Deep Purple სტამბულში ჩადის.

ჩემს თანაორგანიზატორთან ერთად საერთო ძალებით დავიწყეთ პრომო-აქციები, გაიხსნა ჯგუფის ქართული ბლოგი, გაკეთდა სარეკლამო პოსტერები რომლებიც დაიდო სხვადასხვა ფორუმებსა და საიტებზე და გაიკრა თბილისის ცენტრალურ უბნებში. ყველაფერი იმიტომ, რომ ამ ჯგუფის რაც შეიძლებმა ბევრმა ფანმა გაიგოს თურქული ვიზიტის შესახებ და შემოგვიერთდნენ.

გეგმები და პრაისლისტი:

აპრილის ბოლოს იგეგმება საერთო შეხვედრა, სადაც მოხდება ყველა დეტალების გაცნობა, და შემდეგ ბილეთების ფულის შეგროვება. ბილეთის დაჯავშნა ხდება ინტერნეტის საშუალებით, პლასტიკური ბარათიდან (ერთ ბარათზე მაქსიმუმ 9 ბილეთი).

დაჯავშნის შემდეგ ველოდებით ივლისს. 18 ივლისს დავიძრებით თბილისიდან ავტობუსით, სტამბულში ჩავალთ 19 ივლისს. მოხდება დაჯავშნული ბილეთების გამოტანა Turkcell Kurucesme Arena-ს სალაროდან და შემდეგ მთელი დღე დაეთმობა ქალაქის დათვალიერებას (როგორც მინიმუმ აია სოფიას ტაძრის დათვალიერებას)

20 ივლისს ვნახავთ კონცერტს და შემდეგ დავბრუნდებით თბილისში.

ფასები ასეთია: 97$ კონცერტის ბილეთი, 100-120$ გზა თბილისი-სტამბული-თბილისი, და + 50$ სხვა გაუთვალისწინებელი/დამატებითი ხარჯები. საერთო ჯამში მაქსიმუმ 400-440 ლარი ჯდება ყველაფერი.

იმისათვის რომ ჩვენთან ერთად წამოხვიდე:

მსურველი გვეხმიანება მეილზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it , და ხდება ნიუსლეთერების დაგზავნა რომ მუდმივად იცოდნენ როდის რას ვგეგმავთ და გვქონდეს წამომსვლელებთან მუდმივი კონტაქტი. დაკონტაქტება შესაძლებელია აგრეთვე ტელეფონის ნომერზე 877 120 556. გარდა ამისა, ყველა სიახლე სტამბულის კონცერტის მზადებასთან დაკავშირებით დადებული იქნება Deep Purple-ს ქართულ ბლოგზე: www.deeppurplegeorgia.blogspot.com
 

Last Updated ( Tuesday, 14 April 2009 10:59 )
 

National Geographic ქართულ მეტალზე ფილმს იღებს

E-mail Print PDF

 

 

ალბათ ბევრისთვის ძნელი წარმოსადგენია რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტელეკომპანია ქართული მეტალ სცენით დაინტერესდა, თუმცა ეს რეალობაა და მათი ინტერესი იმდენად დიდია რომ საქართველოს შესახებ გადაღებული ფილმის მესამედი ქართულ მეტალს დაეთმობა.

ყველაფერი კი გაცილებით ადრე დაიწყო, როცა ტელეკომპანია დაინტერესდა ქართული მეტალ სცენის აღიერებული ლეგენდით ჯგუფ მძიმე ჯვარით, თუმცა მიუხედავად მათი დიდი ინტერესისა ჩანაფიქრის განხორციელებას დაახლოებით ერთი წელი და ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა დასჭირდა, ბოლოს კი ყველაფერი 7 იანვრის კონცერტით დაგვირგვინდა, მაგრამ არც ამას ჩაუვლია მშვიდობიანად.

7 ივნისის დილა საკმაოდ მზიანი გათენდა და ვერავინ იფიქრებდა რომ რაიმეს შეეძლო ხელი შეეშალა კონცერტისთვის მაგრამ შევცდით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ საქართველოში მარტივად არაფერი კეთდება. კონცერტი 7 საათზე უნდა დაწყებულიყო კლუბში Deja Vu თუმცა მოულოდნელად წამოსულმა რბილად რომ ვთქვათ ძლიერმა წვიმამ ნანატრი კონცერტის ჩატარება საერთოდ კითხვის ქვეშ დააყენა, სტანდარტულად გადამცემი ხაზი გაითიშა და აეროპორტში წვიმა ჩამოვიდა, აეროპორტი ჯანდაბას მაგრამ კლუბი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში დენის გარეშე დარჩა, მაგრამ მიუხედავად ამისა თითქმის არავინ წასულა სახლში და უმრავლოსობა კონცერტს ბოლომდე დაესწრო, მიუხედავად იმისა რომ ის გვიანობამდე გაგრძელდა, რაც მთავარია კონცერტი იმაზე უკეთესი გამოვიდა ვიდრე ბევრი ელოდა, National Geographic ის გადამღები ჯგუფი ჩემდა გასაკვირად არანაკლებად ერთობოდა ვიდრე ქართველი მსმენელი, მთლიანობაში სცენაზე 7 ქართული ჯგუფი გამოვიდა, ესენია: ბერმუხა, P.I. Light, Im Nebel, Bohema, Angel Of Disease და მძიმე ჯვარის ბაზაზე დაფუძნებული ლევან კაპანაძის ახალი პროექტი Lend Of The Dead.

აქციას სპონსორობა გაუწია კომპანიამ "Harman Group"და მათ შორის JBL ს ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში "PLSGE".

ფილმის ნახვა შესაძლებელი აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება,შევეცდებით ნებისმიერი სიახლე რაც შეიძლება ოპერატიულად მოგაწოდოთ.

 

 

Last Updated ( Sunday, 14 June 2009 20:30 )
 
More Articles...
Page 7 of 190