
MetalCamp Open Air ფესტივალი ტარდება ყოველ წელს სლოვენიაში, MetalCamp–არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული ფესტივალი ევროპაში, რომლის ჰედლაინერები არიან ისეთი ჯგუფები როგორიცაა Behemoth, Immortal, Dimmu Borgir. მიუხედავად 2 მცდელობისა ქართულმა ჯგუფებმა ვერ შეძლეს ფესტივალში მონაწილე ჯგუფებს შორის მოხვედრა, მიზეზი მარტივია, ქართულ ჯგუფებს უბრალოდ ხმები არ ეყოთ, ფესტივალში მონაწილეთა შერჩევა კი ხმათა რაოდენობით ხდება.
წელს ყველასათვის კარგად ცნობილმა ჯგუფმა ADYTA გადაწყვიტა სცადოს ბედი და 2010 წლის ფესტზე განაცხადი შეიტანა, იმისათვის რომ ჯგუფმა შეძლოს ამ გრანდიუზულ მეტალ კონცერტში მონაწილეობის მიღება მას თქვენი ხმები სჭირდება, ამისათვის თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ფესტივალის ოფიციალურ საიტზე, (მიყევით შემდეგ ბმულს) ხოლო შემდეგ ხმა მისცეთ ქართულ ჯგუფს ამ მისამართზე.
გახსოვდეთ რომ ჯგუფისთვის თითოეული ხმა მნიშვნელოვანია.





