JA slide show

Joey Jordison ი უკანასკნელი 25 წლის საუკეთესო დრამერი

E-mail Print PDF

 

 

ასეთი ტიტული მიანიჭა მას ბრიტანულმა მუსიკალურმა ჟურნალმა Rhythm. გამოკითხვა ჟურნალმა საკუთარ მკითხველს შორის ჩაატარა და ჯორდისონის სასარგებლოდ ხმა 38 000 ადამიანმა მისცა რამაც პროცენტულად 37% შეადგინა. 

"სიტყვებიც არ მყოფნის ჩემი ემოციების გადმოსაცემად–განაცხადა მუსიკოსმა ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში–ასეთი რამ ყოველ დღე არ ხდება, სწორედ ეს მაძლევს სყიმულს რომ კვლავ გავაგრძელო ის რასაც ამდენი წელია ვაკეთებ. მსმენელი მაძლევს ძალას, ისინი რომ არა მე ის არ ვიქნებოდი რაც ვარ. ეს ჯილდო ჩემთვის გრემიზე უფრო მნიშვნელოვანია."

 

 

RUINED SOUL ახალი ვიდეო

E-mail Print PDF

 

 

ინტერნეტში გამოჩნდა პროექტის  RUINED SOU პირველი ვიდეო სადებიუტო ალბომიდან "My Dying Day". ალბომი ფაქტიურად გამოსვლის დღიდან უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ექსტრემალური მუსიკის მოყვარულთა შორის, ნუ მიზეზი ორია, ერთი ის რომ მართლა ძალიან მაღალი დონის მასალაა და მეორე იმ სტუმრების ჩამონათვალი რომლებმაც ალბომის ჩაწერაში მიიღეს მონაწილეობა, მათი სია ასე გამოიყურება:

Jonas Kjellgren - SCAR SYMMETRY
Matias Kupiainen - STRATOVARIUS
Niklas Stålvind - WOLF
Olof Mörck - NIGHTRAGE
Eric Rauti - DREAMLAND
Marios Iliopoulos - Nightrage
Benny Jansson - RIDE THE SKY
Jonas Hörnqvist - TREASURE LAND
Tobias Jansson - THE LAW
Patrik Johansson - ARISE
Peter Huss - SHINING
Janne Stark - CONSTANCIA

ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ მეტის წაკითხვაში.

Last Updated ( Monday, 23 August 2010 07:38 )
 

A Perfect Circle ბრუნდება

E-mail Print PDF

 

 

ლეგენდარული ჯგუფი რომლის წევრებიც თავის დროზე მოღვაწეობდნენ ისეთ ჯგუფებში როგორიცაა   Tool, Queens of The Stone Age, Nine Inch Nails, Zwan და Primus კვლავ ერთიანდებიან.

ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფმა ტვიტერის საშუალებით გაავრცელა, შემდეგ კი ჯგუფის დრამერმა ჟურნალ Rolling Stone სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა რომ ისინი უკვე მუშაობენ ახალ ალბომზე. ჯერ–ჯერობით მხოლოდ ესაა ცნობილი მათი გაერთიანების შესახებ.

 

 

LIMP BIZKIT ახალი ტრეკი ნეტში გამოჩნდა

E-mail Print PDF

 

 

ჯგუფმა ინტერნეტში განათავსა ახალი ტრეკი სახელად “WALKING AWAY” რომელიც შესულია მათ ახალ ალბომში “GOLD COBRA”.

ეს ტრეკი რიგით მესამეა ახალი ალბომიდან რომელიც ინტერნეტში ჯგუფის ინიციატივით განთავსდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ალბომის მიმართ ინტერესი.

შეგახსენებთ რომ ალბომის გამოსვლა აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში იგეგმება.

სიმღერის მოსასმენათ კი მიყევით შემდეგ ბმულს limpbizkit.com .

 
More Articles...
Page 4 of 190