rock.ge

JA slide show

 

BLACK METAL

Black Metal-ისტორია და თანამედროვეობა

 

STRAIGHT EDGE

Straight edge  კულტურა

 

EMO MUSIC

Emo Music-ისტორია და თანამედროვეობა

აფიშა

MICK JAGGER ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტად დაასახელეს

 

 

ცნობილი ბრენდის Gibson–მა მიკ ჯაგერი 50  ვოკალისტთა შორის საუკეთესოდ დასახელა. ხოლო Gibson.com ის მკითხველმა ჩატარებული გამოკითხვით ეს ტიტული Freddie Mercury–ს არგუნა. კომპანიისა და მკითველის რეიტინგი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა ფრედი მერკური ორივე შემთხვევაში მოწინავე ადგილებს იკავებს.

ასე გამოიყურება ორივე ვერსიით საუკეთესო 25 ვოკალისტის სია

Gibson–ის რეიტინგი:

1. Mick Jagger (The Rolling Stones)
2. Freddie Mercury (Queen)
3. Robert Plant (Led Zeppelin)
4. Elvis Presley
5. James Brown
6. Jimi Hendrix
7. Michael Jackson (The Jackson 5)
8. Roger Daltrey (The Who)
9. Prince
10. Jim Morrison (The Doors)
11. Steven Tyler (Aerosmith)
12. David Bowie
13. Tina Turner
14. Ozzy Osbourne (Black Sabbath)
15. Johnny Cash
16. Iggy Pop (The Stooges)
17. Bruce Springsteen
18. Paul McCartney (The Beatles, Wings)
19. Bono (U2)
20. Axl Rose (Guns N’ Roses)
21. Johnny Rotten (John Lydon) (Sex Pistols, Public Enemy Ltd.)
22. Rod Stewart (Faces)
23. David Lee Roth (Van Halen)
24. Joe Strummer (The Clash)
25. Bon Scott (AC/DC)

მკითველის რეიტინგი:

1. Freddie Mercury (Queen)
2. Bruce Dickinson (Iron Maiden)
3. Marc Bolan (T. Rex)
4. Bon Scott (AC/DC)
5. Robert Plant (Led Zeppelin)
6. Brian Johnson (AC/DC)
7. Mick Jagger (The Rolling Stones)
8. Bono (U2)
9. Robin Zander (Cheap Trick)
10. Elvis Presley
11. Jim Kerr (Simple Minds)
12. Jim Morrison (The Doors)
13. Paul Stanley (KISS)
14. Ronnie Van Zant (Lynyrd Skynyrd)
15. Bruce Springsteen
16. Axl Rose (Guns N’ Roses)
17. Angus Young (AC/DC)
18. Ronnie James Dio (Rainbow, Heaven and Hell)
19. Jimi Hendrix
20. Roger Daltrey (The Who)
21. David Lee Roth (Van Halen)
22. Steven Tyler (Aerosmith)
23. James Hetfield (Metallica)
24. Ozzy Osbourne (Black Sabbath)
25. Billie Joe Armstrong (Green Day)

 

ლენონის უნიტაზი 14 ათას დოლარად გაიყიდა

 

 

ფაიფურის უნიტაზი ვარდისფერიო კანტით კარგახანი ამშვენებდა ჯონ ლენონის სახლს სადაც ის იოკო ონოსთან ერთად ცხოვრობდა 69-72 წლებში. მას შემდეგ რაც მუსიკოსმა სახლში რემონტი წამოიწყო ის ერთ–ერთ მუშას აჩუქა და მისი საყვავილედ გამოყენება ურჩია. ალბათ კიდევ დიდი ხანი შეასრულებდა ლენონის უნიტაზი საყვავილის ფუნქციას რომ არა მუშის უეცარი გასხივოსნება, მან ამდენი წლის შემდეგ აღმოაჩინა რომ ლენონის მიერ ნაქონი ნებისმიერი ნივთი ძალიან ძვირად ფასობს და შესაბამისად არც უნიტაზია გამონაკლისი. 

ასე მოხვდა უნიტაზი ლივერპულის ყოველწლიურ აუქციონზე სადაც ის სარეკორდო ფასად 14 ათას დოლარად შეიძინა ჯგუფის ერთ–ერთმა ბედნიერმა ფანმა.

 

Sex Pistols საკუთარ სუნამოს უშვებს

 

 

ცოტა სასაცილოდ ჟღერს მაგრამ პანკები სუნამოს უშვებენ, თან მას არც არყის და არც ლუდის სუნი ექნება, როგორც ჯგუფის წევრები ირწმუნებიან ახალი სუნამო ლიმნის არომატით იქნება. მოკლედ პანკებმა ძალიან არაპანკური საქმიანობა დაიწყეს, თუმცა ჯგუფის აწ გარდაცვლილი პროდუსერი მალკოლმ მაკლარენი არასოდეს მალავდა იმას რომ ჯგუფის სახელი Sex Pistols ბრენდი იყო და ამ ბრენდით  დიდი ფულის შოვნა შეიძლებოდა.

ჯგუფის ოფიციალური განცხადებაც საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა " ეს არომატი რომ ატარო უნდა იყო ნამდვილი პანკი და ეკუთვნოდე პანკის ერას. ეს არომატი არის პანკის სული. ამ სუნამოთი თქვენ შეძლებთ საკუთარი უნიკალურობის წარმოჩენას და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას". განაცხადეს მათ.

თუმცა მაინც გაუგებარია რატომ არის პანკის სული ლიმნის არომატით.

 

Placebo ვიდეო ახალ სინგლზე

 

 

სინგლი  “Trigger Happy Hands” პირველად რამდენიმე კვირის წინ ჯგუფის მიერ ჩატარებულ კონცერტზე აჟრერდა და მსმენელს შორის დიდი მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა სინგლი არსად არ გამოქვეყნებულა, თუმცა უკვე შესაძლებელია არა მხოლოდ სიმღერის მოსმენა არამედ მისი ვიზუალურად აღქმაც, ჯგუფმა სულ რამდენიმე დღის წინ გამოაქყევნა ვიდეო ახალ სიმღერაზე. 

ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ მეტის წაკითხვაში.

 

ოზიმ 10 წლის გიტარისტთან ერთად იმღერა

 

 

ქალაქ ჰარტფორდში ოზის კონცერტზე მისულ მსმენელს დიდი სიურპრიზი ელოდა, სცენაზე ოზისთან ერთად 10 წლის პატარა ბიჭიც იდგა, გიტარით ხელში. Yuto Miyazawa მ ლეგენდარულ მუსიკოსთან ერთად  "Crazy Train" ი შეასრულა თან იმდენად კარგად რომ ბავშვი უკვე აღიარეს როგორც ვუნდერკინდი, არადა მიუხადავად ასაკისა ის უკვე 7 წელია რაც უკრავს და გინესის რეკორდსმენიც არის როგორც ყველაზე პატარა პროფესიონალი გიტარისტი.

ამ გამოსვლის ამსახველი ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ მეტის წაკითხვაში.

 

 

Dagoba ახალი ვიდეო

 

 

ფრანგულმა ინდუსტრიალ მეტალ ჯგუფმა ახალი კლიპი გადაიღო სინგლზე "Black Smokers (752 Farenheit)" რომელიც შესულია ჯგუფის ახალ ალბომში "Poseidon".

ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ მეტის წაკითხვაში.

 

Blondie პირველი ალბომი 7 წლიანი პაუზის შემდეგ

 

 

მიუხედავად იმისა რომ ზუსტად 4 წლის უკან ჯგუფის ვოკალისტმა განაცხადა რომ "Blondie" აღარ არსებობს, 2010 წლის ბოლომდე ისინი ახალი ალბომის გამოშვებას გეგმავენ.

ჯერ–ჯერობით არ არის ცნობილი ალბომის გამოსვლის ზუსტი თარიღი, თუმცა ცნობილი გახდა სახელი, "Panic of Girls" აი ამ დასახელებით გამოჩნდება დისკი მუსიკალურ მაღაზიებში. 

 
  • «
  •  Start 
  •  Prev 
  •  1 
  •  2 
  •  3 
  •  4 
  •  5 
  •  6 
  •  7 
  •  8 
  •  9 
  •  10 
  •  Next 
  •  End 
  • »
Page 1 of 136

Rock Tube

Random Videos


იყიდდით ქართული ჯგუფის ალბომს?
 

ქართული ჯგუფები

სტატიები

Banner
Banner