rock.ge

JA slide show

 

BLACK METAL

Black Metal-ისტორია და თანამედროვეობა

 

STRAIGHT EDGE

Straight edge  კულტურა

 

EMO MUSIC

Emo Music-ისტორია და თანამედროვეობა

აფიშა

Home ქართული სცენა GEO სიახლეები

Geo სიახლეები

Adyta უკრაინულ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას!

 

 

 

 

როგორც აქამდე ვიუწყებოდით ქართულმა გოთიკ მეტალ ჯგუფმა  "Adyta" წარმატებით შეძლო ფესტივალის პირველი ეტაპის დაძლევა და 70 საუკეთესო ჯგუფს შორის მოხვდა, მეორე ეტაპზე კი მათ თქვენი დახმარება სჭირდებოდათ, რადგან ამ ეტაპზე სწორედ მსმენელის ხმა წყვეტს თუ რომელი ჯგუფი შეძლებს ფესტივალის ძირითად ბადეში მოხვედრას. აი დღეს კი ჯგუფის ოფიციალური პრეს რელიზი გავრცელდა საიდანაც ირკვევა რომ ჯგუფმა თქვენი დახმარებით შეძლო ბოლო ეტაპის დაძლევა, რაც იმას ნიშნავს რომ წელს პირველად,   ფესტივალზე "Deti Nochi: Chorna Rada 2010" ქართული ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას.

საიტის ადმინისტრაცია ულოცავს ჯგუფს ამ წარმატებას!

გთავაზობთ ჯგუფის ოფიციალურ პრეს რელიზს– "წელს საქართველოს სახელით უკრაინის საერთაშორისო ფესტივალზე  "Deti Nochi: Chorna Rada 2010" ჯგუფი Adyta გავიდა! 280 კანდიდატიდან ჯგუფი 10 საეკეთესოს შორის მოხვდა. ფესტივალი ჩატარდება უკრაინის ქალაქ კიევში 18.09.2010 კლუბ "ბინგო" –ში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!

ფესტივალის ოფიციალური ვებ გვერდი http://deti-nochi.kiev.ua

 
 

ქართული ჯგუფი უკრაინულ გოთიკ ფესტზე

 

 

უკრაინის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე "Deti Nochi: Chorna Rada 20010" წელს პირველად ქართულ ჯგუფს Adyta ეძლევა რეალური შანსი მონაწილეობა მიიღოს ფესტივალის დასკვნით ნაწილში. ჯგუფმა წარმატებით გადალახა პირველი ეტაპი და 274 მონაწილედან 70 საუკეთესო ჯგუფს შორის მოხვდა.ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე მეორე ტურს გადალახავს მხოლოდ ის ჯგუფი რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, აქ კი ჯგუფს თქვენი დახმარება სჭირდება! ერთი ხმაც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მათთვის!

ასე რომ ვისაც გსურთ რომ ქართულმა ჯგუფმა შეძლოს ამ პრესტიჟულ გოთიკ ფესტზე გამოსვლა არ დაიზაროთ, მიყევით შემდეგ ბმულს   და ჩამონათვალში ხმა მიეცით ქართულ ჯგუფს Adyta–ს.

გმადლობთ.

 

HORSE the Band თბილისში

 

 

16 ივნისს თბილისს ამერიკული ჯგუფი HORSE The Band ეწვევა. ჯგუფს უდიდესი წვლილი მიუძღვის 8 ბიტიანი მეტალქორის, ე.წ ნინტენდოქორის შექმნასა და განვითარებაში და მუსიკის ამ ჟანრის ყველაზე ცნობილ წარმომადგენლებად ითვლება. კონცერტს გაახურებენ ცნობილი ქართული მეტალ-ჯგუფები Angel of Disease და Defenders of Tanelorn. აგრეთვე ორი ახალბედა ჯგუფი Dismorial და Psychometria.  კონცერტის სპონსორია კომპანია PLSGE, JBL Pro, Marshall და Ampeg-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კონცერტი 16 ივნისს, 19 საათზე გაიმართება ხორავას თეატრში. ბილეთის ფასი 15 ლარია.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ http://www.LocoProm.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

პრეს–ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კიკონიშვილი

 

Mob: 877 11 27 24

e-mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it   This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

 

 

 

 

 

 

Caucasus plays Deep Purple - კავკასიური ტრიბუტი!

 

 

კომპანია "ლოკომოტივ პრომოუშენი", როკ-მუსიკის მსმენელებს მორიგ სიურპრიზს პირდება. 13 მაისს თბილისში ამიერკავკასიის მასშტაბის როკ-კონცერტი გაიმართება. კონცერტის სახელწოდებაა “Caucasus plays Deep Purple” ცნობილი ქართული როკ-ჯგუფები, ქართული როკის ლეგენდა "Heavy Cross" (მძიმე ჯვარი), "Defenders of Tanelorn", "Небо СССР" და სხვები, Deep Purple-ს საუკეთესო ჰიტებთან ერთად საკუთარ კომპოზიციებსაც შეასრულებენ. სპეციალურად ამ კონცერტისთვის თბილისს რამდენიმე სომხური და აზერბაიჯანული ჯგუფიც ეწვევა. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ცოცხალი როკ-კონცერტი, რაც კი აქამდე გამართულა საქართველოში. მუსიკოსები სწორედ იმ აპარატურაზე დაუკრავენ, რომელის ჩამოტანაც სპეციალურად URIAH HEEP-ს კონცერტისთვის მოხდა კომპანია PLSGE-ს მიერ. რაც მთავარია, კონცერტზე გათამაშდება ერევანში Deep Purple-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთი! ამის გარდა მაყურებელს ელის დიდი სიურპრიზი, რომელიც "ლოკომოტივ პრომოუშენმა" და დიფ ფარფლის ლეგენდარულმა ვოკალისტმა იან გილანმა ერთად მოუმზადეს ქართველ ფანებს. სიურპრიზი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. კონცერტი 13 მაისს, 19:00 საათზე კლუბ "ტრიუმფში" გაიმართება და ბილეთი 10 ლარი ეღირება. იან გილანის თხოვნით, ღონისძიების ვიდეო და ფოტო მასალას დიფ ფარფლის წევრებს გადაუგზავნიან.

 

კონცერტის ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს კომპანიების JBL Pro, Marshall, Ampeg, Pearl, Schecter guitars ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია PLSGE.

 

 

მონაწილეთა სრული სია:

საქართველო:

”Heavy Cross” (მძიმე ჯვარი),      ”Defenders of Tanelorn”,      ”Небо СССР”,   ”Pay for Freedom”,    ”ლაბირინთი”,        ”ალუბალი”,       “The Kings” (ექს ”გთ  ბათუმი”),      

აზერბაიჯანი:

”Sadnos”, “Strange Gathering”      

სომხეთი:

”Alien Time”

 ---------------------------------------------------

პრეს ცენტრი: გიორგი კიკონიშვილი

მობ: 877 11 27 24

E-mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

http://www.locoprom.ge

 
 

Uriah Heep თბილისში ჩამოდის

 

 

URIAH HEEP

19 მარტს

თბილისის საკონცერტო დარბაზში

დასაწყისი 20:00 საათზე

ბილეთის ფაბი:  50, 65, 85, 95, 110, 130, 135, 150 ლარი

19 მარტს თბილისს ლეგენდარული ბრიტანული როკ ჯგუფი  Uriah Heep ეწვევა. კონცერტი სახელწმიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა 14 თებერვალს იწყება დილის 11 საათიდან და გაიყიდება ყოველ დღე (შაბათ–კვირის ჩათვლით) 11–დან საღამოს 8 საათამდე. კონცერტის ორგანიზატორია, საპრომოუტერო კომპანია "ლოკომოტივ პრომოუშენი". რომელიც 2008 წელს შეიქმნა მსოფლიოს სახელგანთქმული როკ ჯგუფებისა და შემსრულებლების ჩამოყვანისა და ფართომაშტაბიანი საერთაშორისო როკ ფესტივალების ორგანიზების მიზნით. კომპანიას სურვილი აქვს ქართველ მემენელს წარუდგინოს როკ მუსიკის ყველა მიმართულების ლეგენდარული წარმომადგენლები. გარდა აღნიშნული კონცერტისა "ლოკომოტივ პრომოუშენს" უკვე დაგეგმილი აქვს 2010 წელს რამდენიმე უცხოური ჯგუფისა და შემსრულებლის ჩამოყვანა თბილისში.

 Uriah Heep 1969 წელს ჩამოყალიბდა. იგი პროგრესივ და მელოდიური ჰარდ როკის ერთ–ერთ პიონერად ითვლება. ჯგუფმა 20 საუკუნის 70–იანი წლების დასაწყისშივე გამოუშვა რიგი კომერციულად წარმატებული ალბომებისა. ისეთები როგორიცაა Look At Yourself (1971), Magicians Birthday (1972) და სხვა. ამის შემდეგ ჯგუფმა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საკულტო სტატუსი შეიძინა. Uriah Heep დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, ყოველ წელს ატარებს მსოფლიო ტურებს და მართავს სტადიონის მაშტაბის კონცერტებს. Uriah Heep პირველი დასავლური ჯგუფია რომელმაც გორბაჩოვის "გლასტნოსტის" პერიოდში კონცერტი გამართა საბჭოტა კავშირში. ჯგუფს გაყიდული აქვს 30 მილიონზე მეტი ალბომი. Uriah Heep–ს 2009 წელს 40 წელი შეუსრულდა, 2008 წელს მან გამოუშვა ალბომი "wake the sleeper" , რომლის პრომო ტურის ნაწილი იქნება ჯგუფის ვიზიტი თბილისში.

ადგილების განლაგება საკონცერტო დარბაზში

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პრეს–ცენტრი –  გიორგი კიკონიშვილი

Mob:  877 11 27 24

E-mail:  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

www.locoprom.ge ; www.facebook.com/locoprom ; This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

 

 

 
  • «
  •  Start 
  •  Prev 
  •  1 
  •  2 
  •  3 
  •  4 
  •  Next 
  •  End 
  • »
Page 1 of 4

Rock Tube

Random Videos


იყიდდით ქართული ჯგუფის ალბომს?
 

ქართული ჯგუფები

სტატიები

Banner
Banner