
ჯო პერიმ საბოლოოდ დაადასტურა ხმები იმის შესახებ რომ 2008 წელს, სტივენ ტაილერი აქტიურად განიხილებოდა პლანტის შემცვლელად.
მას შემდეგ რაც ჯგუფი 2007 წელს კვლავ აღდგა ერთად ერთი კონცერტის ჩასატარებლად ჯგუფის წევრები, კერძოდ პეიჯი, პოლ ჯონსი და ჯონ ბონემის შვილი ჯეისონ ბონემი იმდენად კმაყოფილები დარჩნენ კონცერტით რომ პლანტს მოღვაწეობის გაგრძელება შესთავაზეს,მაშინ პლანტმა უარი თქვა ამ იდეაზე, სწორედ ამ პერიოდში დაიწყეს ჯგუფის დარჩენილმა წევრებმა ახალი ვოკალისტის ძიება, პრეტენდენტი ბევრი იყო, თუმცა ყველაზე დიდი შანსი მაინც ტაილერს ჰქონდა, როგორც აეროსმიტის გიტარისტი, ჯო პერი იხსენებს, იმ პერიოდში სტივენი მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც შემდგომ გაირკვა ის ლონდონში იყო Led Zeppelin ის წევრებთან შეხვედრაზე, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო მისი აყვანა არ აყვანის ბედი.
გავრცელებული და ფაქტიურად დადასტურებული ინფორმაციით მათ სერიოზული გამოცდაც კი მოუწყვეს ტაილერს, თუმცა მოსმენა აეროსმიტის სოლისტისთვის ცუდად დასრულდა, ის დაიწუნეს, მიზეზად ის სახელდება რომ ტაილერი ზედმეტად თავდაჯერებული იყო, მან არც კი იცოდა Led Zeppelin ის რამდენიმე ცნობილი სიმღერის ტექსტი, ზოგადად კი მოსმენამ ძალიან ქაოსურად ჩაიარა, რაც გახდა მისი დაწუნების მიზეზი.
რაც შეეხება აეროსმიტს, რამდენადაც იცით ჯგუფი დროებით დატოვა ტაილერმა, მიზეზად დაასახელა ის რომ მას სურს სოლო კარიერას მიხედოს, თუმცა ჯო პერის განცხადებით მათ უკვე დაიწყეს ტაილერის შემცვლელის ძიება და ის არ გამორიცხავს იმას რომ ჯგუფის ახალი ვოკალისტი ქალი იყოს.














