Iahsari

ჟანრი: სიმფონიური მეტალი, ფოლკ მეტალი.

ჯგუფი Iahsari დაარსდა 2015 წელს თბილისში. თავდაპირველ შემდაგენლობაში იყვნენ: კახი კიკნაძე, მიხეილ ჩიკვილაძე, დიმიტრი ელისეევი და ანა ოგანესიანი. 2016 წლის აპრილში გავრცელდა ჯგუფის პირველი კლიპი სიმღერაზე “გელინო”. იმავე წელს ჯგუფმა გამოუშვა ახალი კლიპი ‘Unbowed’, სადაც უკვე ჯგუფის მუდმივ წევრებად გვევლინებიან: დავით მიქაუტაძე Omophor-იდან და ლევან ოსეფაშვილი. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ჯგუფის პირველი სრული შემადგენლობა.

მოგვიანებით ჯგუფი დატოვა ვოკალისტმა, ანა ოგანესიანმა. ანა მარიამ ჩაკვეტაძემ ჩაანაცვლა და სწორედ მისი ვოკალით 2017 წელს ჯგუფმა სტუდიურად ჩაწერა კახი კიკნაძის (გიტარა) და დმიტრი ელისეევის (კლავიშები) დაწერილი სიმღერა Old Man’s Grief.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფს ჩაწერილი აქვს როგორც საავტორო ნამუშევრები, ასევე პოპულარული სიმღერების ქავერ ვერსიები.

ჯგუფის შემადგენლობა

მარიამ ჩაკვეტაძე – ვოკალი
მიხეილ ჩიკვილაძე – ვოკალი
კახი კიკნაძე – გიტარა
დავით მიქაუტაძე – ბასი, ვოკალი
დიმა ელისეევი – კლავიშები
ლევან ოსეფაშვილი – დრამი

ყოფილი წევრები

ანა ოგანესიანი – ვოკალი (2015-2016)

Facebook

BancCamp

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours