ArticleSharedImage-62445

Gojira – Magma

გთავაზობთ ფრანგული ჯგუფის, gojira_ს ბოლო ალბომის მოკლე რევიუს…

პირველი, რაც უნდა აღვნიშნოთ, ეს ჯგუფის პირველი ალბომია, რომელიც დეზ მეტალის ჟანრს არ მოიცავს. ალბომი მთლიანად გრუვ მეტალის და პროგრესული მეტალის ნაზავია, რამაც ბევრი ფანის უკმაყოფილება გამოიწვია, ნაწილმა კი დადებითად შეაფასა. ფაქტია, ჯგუფმა ფანების ნაწილი დაკარგა, რაზეც ჯგუფის სოლისტმა ჯო დუოლანტემ კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ ისინი უკვე საკმაო ასაკში არიან (ჯო 39 წლის არის) და უკვე უჭირთ დეზ მეტალის შესრულება, ამიტომ მათ შემოქმედებაში დეზი აღარ იქნება. ჯგუფის შემოქმედებაში ART of Dying დარჩება საუკეთესო კომპოზიციად დეზ მეტალის ჟანრში.

ალბომის რამდენიმე ტრეკი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს…მათ შორის არის ბოლო ტრეკი – Liberation, რომელიც პირველი ინსტრუმენტალია ჯგუფის შემოქმედებაში, მაგრამ არც ისე ხარისხიანი. ცალსახად დადებითად უნდა შევაფასოთ ტრეკები – Silvera და Pray.

ჩემი სუბიექტური აზრით, ალბომს სუსტს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ბოლო სამ ალბომს ჩამორჩება.

მელოდიურობა7.8
ტექნიკა9.4
ლირიკა8.7
აუდიო7.8
ნოვაცია7.4
ვიზუალი9.2
8.4

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours