gojiraband2012

Gojira-ს ახალი ალბომი 17 ივნისს გამოვა

როგორც იქნა, გაირკვა საბოლოო თარიღი თუ როდის გამოვა ფრანგული ჯგუფის gojira ახალი ალბომი.

ალბომი, სახელწოდებით ‘Magma’ გაყიდვაში 17 ივნისიდან გამოვა. როგორც ხედავთ, ალბომის გამოსვლამდე დიდი დრო ნამდვილად არ არის დარჩენილი, მაგრამ სიმღერების სახელწოდება და სხვა მნიშვენლოვანი დეტალები ჯერაც არ ხმაურდება. ჯო დუპლანტეს განაცხადებით, მსმენელი ამ ალბომით ბევრ სიახლეს იხილავს მუსიკალური თვალსაზრისით.

Magma ნიუ-ორკში ახლად გახსნილ სტუდიაში ჩაიწერა. მარტში გავრცელდა რამდენიმე სიმღერის სახელი…“Indiana,” “The Shooting Star” and “Silvera… ჯო დუპლანტემ მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს მხოლოდ სიმღერების მეტსახელებია და არა დასახელება.

იხილეთ ალბომის თიზერი.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours