gojira_2015

Gojira სტუდიაში ალბომში ცვლილებებისთვის დაბრუნდა

ფრანგული მეტალ ჯგუფი Gojira სტუდიაში ალბომში განსახორციელებელი ცვლილებებისთვის დაბრუნდა, რადგან მათ არ მოეწონათ ის, რაც შექმნეს.

დიახ, სწორედ ასეა, ჯგუფმა ახალ ალბომზე მუშაობა ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო და ჯგუფის წევრები ნიუ-იორკში ახლად აშენებულ სტუდიაში შეიკრიბნენ. სტუდიის დაარსება ჯგუფის სოლისტის ჯო დიუპლანტეს დამსახურებაა და სწორედ მას ეკუთვნის.

ბიჭებმა სტუდიაში მუშაობა კარგა ხნის წინ დაასრულეს, თუმცა გასულ თვეს სტუდიაში ისევ დაბრუნდნენ, რადგან მიიჩნიეს, რომ მათი ნამუშევარი არ იყო ის, რაც მათ ნამდვილად მოსწონთ. დღეისათვის რამდენიმე ტრეკში ცვლილებები უკვე შეტანილია, მაგრამ ალბომის გამოსვლის ვადამ მცირე ხნით გადაიწია. სავარაუდოდ, პირველი სინგლი ალბომიდან ზამთრის ბოლოსკენ გამოვა.

შეგახსენებთ, რომ ეს ალბომი ჯგუფისთვის რიგით მეექვსე იქნება. ჯგუფი ალბომიდან ალბომამდე პროგრესირებს და მათი პოპულარობაც უფრო იზრდება. აქვთ განსაკუთრებით ეფექტური ლაივები. აღსანიშნავია, რომ ჯგუფს საკმაოდ ბევრი მსმენელი ჰყავს საქართველოშიც.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours