57d758fcab4009df43ad04c6f079deb8

Gojira: მეორე ვიდეო ახალი ალბომიდან

ცნობილი ფრანგული ჯგუფი Gojira ახალ ვიდეოს გვთავაზობს ალბომიდან Magma.

სიმღერის სახელწოდებაა Silvera და მხოლოდ 3 წუთი და 34 წამი გრძელდება, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ალბომი მხოლოდ მცირე ხანგრძლივობის სიმღერებს მოიცავს.

სიმღერა წინა სინგლისგან განსხვავებით ძირითადად მოიცავს ტექნიკური დეზ მეტალის ელემენტებს. მისამღერში არის სუფთა ვოკალი. სიმღერას უძღვის ფრაზა when you change yourself, you change the world.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours