7b84b3c3e333

გილანი: ვინ ჯანდაბას სჭირდება როკის დიდების დარბაზი

როგორც იცით, ლეგენდარული როკ-ჯგუფი Deep Purple კვლავ ვერ ხვდება როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. აღნიშნულის შესახებ კომენტარი იან გილანმა გააკეთა.

“შეიძლება რასაც ვამბობ ცუდად ჟღერდეს, მაგრამ ვინ ჯანდაბას სჭირდება ეს ინსტიტუტი.”

 

როკის დიდების დარბაზი – ეს არის ამერიკული რაღაც. ჩვენ ასეთი რაღაც ინგლისში არ გვაქვს, არც გერმანიაში, არც ავსტრალიაში, რუსეთში ან სადმე სხვაგან. ძველად ინგლისელი რომ ამერიკელს ეუბნებოდა “THE BEATLES”_ის ამერიკული პასუხი იყო The Monkees, ამის შემდეგ კი ბრიტანელები ამბობდნენ “DEEP PURPLE”_ს.

 

სასაცილოა, როდესაც ერთი ჰიტის ჯგუფს გვეძახიან. მაინტერესებს, რომელია ის ერთი ჰიტი, ‘Hush’ თუ ‘Black Night’ თუ ‘Strange Kind Of Woman’, ‘Smoke On The Water’, ‘Child In Time’, ‘Knocking At Your Back Door’, საინტერესოა რომელი…იქნებ ‘Highway Star’ უბრალოდ მინდა ვიცოდე.

 

შეგახსენებთ, რომ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ჯგუფი შარშან იყო წარდგენილი თუმცა უშედეგოდ. მათგან განსხვავებით დიდების დარბაზში მოხვდნენ პოპ-მომღერალი დონა სამერი და რენდი ნიუმანი.

გააზიარე პოსტი

9 comments

Add yours
  1. Tedo Tsintsadze 22 ოქტომბერი, 2014 at 06:25 პასუხი

    დონა სამერი როკერია???!!! და ფარფლები არა, აბა რა. ამერიკელებო თქვენი ჭკუაც თქვენი, თქვენი როკიც და რა ვიცი, დარწმუნებული ვარ უამრავი ამერიკული ერთი ჰიტის ჯგუფი იქნება ამ ეგრეთ წოდებულ დიდების დარბაზში, აი ცვეტში ერთი ჰიტი რო აქვთ ეგეთი, ოღონდ ამერიკული.

  2. Nugzar Surguladze 22 ოქტომბერი, 2014 at 10:33 პასუხი

    როკზე ილაპარაკო და ფარფლები დაგავიწყდეს (ბევრი შემსრულებელი ახლოს ვერ მივა ბლეკმორთან, გილანთან, ლორდთან, პეისისთან და ა.შ. დდშვც) დაახლოებით იგივეა, ფეხბურთზე იმსჯელო რამე და რატომღაც რეალი, ბარსა, იუვე, მილანი, ბაიერნი, მანჩესტერი დაგავიწყდეს და ვიღაც სირების თამაშები მოგწონდეს.

  3. Slava Sologhashvili 23 ოქტომბერი, 2014 at 16:27 პასუხი

    ეს ყველაფერი ”როლინგ სტოუნიდან” მოდის, იდიოტური ამერიკული ჟურნალი…ერთი გადახედეთ ამ ჟურნალის რეიტინგებს…დიდების დარბაზში კი არა, ასეულში არ ჰყავს შეყვანილი არც დიფ ფარფლი და არც ბლექმორი

დატოვეთ კომენტარი