the_future_sound_of_london__environment_five

The Future Sound of London — Environment Five

FSOL-ს საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა. ლონდონური დუეტი 90-იანებში მზად იყო თავი დაენებებინა მუსიკისთვის და ნებისმიერი სხვა საქმე ეკეთებინა. პრინციპში ასეც მოიქცნენ, 2002 წლამდე მათ შესახებ არაფერი იყო ცნობილი. 2002 წელს ჯგუფი დაბრუნდა სახელით “Amorphous Androgynous ” და გამოუშვა რამდენიმე შოკისმომგვრელი ალბომი. ელექტრონული მუსიკის გურუები უეცრად 60-70-იანი წლების ფსიქოდელიური როკის რითმებმა გაიტაცეს.

მათი ბოლო ნამუშევარი სახელად “Environment Five” სრულიად ახალი კონცეფციაა. ის ძალიან განსხვავდება ჯგუფის წინა ნამუშევრებისგან. ეს არის დასრულებული და შემდგარი ჯგუფის მუსიკა, რომელმაც იპოვა საკუთარი თავი. მუსიკა მშვიდი და ამასთან მრავალფეროვანია. აქ ემბიენტსაც შეხვდებით, რაც კიდევ უფრო არბილებს ელექტრონულ მუსიკას.
ჯგუფის შემოქმედების მოყვარულები კმაყოფილები უნდა დარჩეთ ახალი ალბომით.

საერთო შეფასება7.5
7.5

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours