size0-army.mil-67090-2010-03-15-200358

Five Finger Death Punch ჯარისკაცთა სამადლობელი ჯილდოს ლაურიატი გახდა

Five Finger Death Punch საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯილდოს ლაურიატი გახდა,

ამ ჯილდოს შესახებ საუბრობს ჯგუფის უნგრული წარმოშობის ამერიკელი გიტარისტი, სიმღერების შემქმნელი და ჯგუფის დამაარსებელი ზოლტან ბათორი.

“ჯარისკაცთა სამადლობელი დაჯილდოვება ნამდვილად განსაკუთრებული რამაა. ერთადერთი მუსიკოსი, ვინც აქამდე ეს ჯილდო მიიღო არის ელვის პრესლი. დაჯილდოვება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება, ჯარისკაცებს ხმის მიცემა ონლაინ შეუძლიათ.”

“სიმართლე გითხრათ, როცა უამრავი ვეტერანის და მოქმედი ჯარისკაცის გამოხმაურება მივიღეთ, მაშინ გავაცნობიერეთ ჩვენი მუსიკის მნიშვნელობა. იმის ცოდნა რომ ადამიანთა ცხოვრებას ჩვენი მუსიკით ვეხებით საკმაოდ დიდი ჯილდოა. ჩემი აზრით, მუსიკოსად გახდომას ყველაზე დიდი მიზანი აქვს. ეს არის სხვის ცხოვრებაში პოზიტივის შეიტანა.”

ჯგუფმა ადრეც მიიღო სამადლობელი ჯილდო. ამერიკის ვეტერანთა კავშირმა ისინი მას შემდეგ დააჯილდოვა, რაც კლიპი wrong side of heaven გამოვიდა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours