corey-taylor-corey-taylor-23423109-851-480

ფილმი კორი ტეილორის მონაწილეობით აქტომბერში გამოვა

SLIPKNOT-ისა და STONE SOUR-ის ვოკალისტმა მონაწილეობა მიიღო რობერტ ჰალის ახალ საშინელებათა ფილმში “Fear Clinic”, რომლის პრეზენტაციაც ფესტივალ “Screamfest Horror Film Festival”-ის ფარგლებში მოხდება 22 ოქტომბერს.

სხვათა შორის, ფილმში ასევე მონაწილეობს რობერტ ინგლუნდი. ეს სახელი ალბათ ბევრს არაფერს გეუბნებათ, თუმცა მის მიერ განსახიერებული პერსონაჟი ყველასათვის კარგად ცნობილი ფრედი კრუგერია.

კორის როლი თავდაპირველად მეტალიკის ბასისტისთვის რობერტ ტრუჰილოსთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მან გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლო ფილმში მონაწილეობის მიღება და როლი ჰორორების ცნობილ ფანატს კორი ტეილორს ერგო: “მანახეთ ნორმალური ჰორორი და მე ბედნიერი ვიქნები”, აცხადებს კორი ერთ-ერთ ინტერვიუში.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours