1415285308269_Image_galleryImage_Phil_Rudd_in_court_1446_0

ფილ რადი გირაოთი გაათავისუფლეს

AC/DC_ის დრამერი ფილ რადი, რომელსაც ორი ადამიანის მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი, გირაოთი გაათავისუფლეს.

რადის სახლში აღმოჩენილი ნივთები არ გახდა მუსიკოსის დაპატიმრების საფუძველი და სასამართლომ აუცილებლად არ ჩათვალა, მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა დაენიშნა.

როგორც იცით, ფილ რადის სახლში ასევე აღმოჩენილი იყო ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, რაც მისი დაპატიმრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. რადი გირაოთი გაათავისუფლეს, გამოძიება კი კვლავ გრძელდება.

აქვე გეტყვით, რომ შემდეგი სასამართლო სხდომა 27 ნოემბერს დაინიშნება. ჯგუფის ახალი ალბომი კი ამ სხდომიდან ერთ კვირაში გამოდის. ეს ფაქტი, რასაკვირველია, დიდად შეეხო ჯგუფის რეპუტაციას.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours