1419225425278

ფილ რადი AC/DC_ში ბრუნდება

ლეგენდარული ავსტრალიური ჯგუფის AC/DC_ის დრამერი აპირებს, რომ დიდი პრობლემების მიუხედავად, ჯგუფში დაბრუნდეს და მუშაობა განაგრძოს.

როგორც იცით, ფილ რადი ორი ადამიანის მკვლელობის შეკვეთაშია ეჭვმიტანილი. მას ასევე ფსიქოტროპული საშუალებების შენახვაში ედება ბრალი.

“მე ვაპირებ, რომ დავბრუნდე AC/DC_ში და მუშაობა განვაგრძო. საერთოდ არ მაინტერესებს ვის მოსწონს და არ მოსწონს ეს.” – აცხადებს ფილ რადი.

შეგახსენებთ, რომ 60 წლის დრამერი ჯგუფიდან 1983 წელს გაუშვეს, თუმცა 1994 წელს დაბრუნდა. მისი სასამართლო პროცესი გრძელდება და მას კვლავაც ინტენსიურად იბარებენ ახალი ზელანდიის სასამართლოში.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours