Amélie

ფერების ძალა კინოში

კინემატოგრაფში გამომსახველობითი ხერხების მრავალფეროვნება, რომ არა კინო, ალბათ დღეს სულ სხვა მოცემულობით იარსებებდა. მონტაჟი, ხედები, რაკურსი ეს კინოს ანბანია. მას შემდეგ, რაც კინო  მუნჯი აღარ არის და ფერადიც გახდა (პირველი ფერადი ფილმი “ჯაზის მომღერალი”  1929 წელს გამოვიდა)  მთელი რიგი  რეჟისორების შემოქმედებაში ფერთა კოლორიტი  წამყვანია და მასზე აგებენ ტრილოგიებსა თუ მთელ ფილმოგრაფიას.  წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებიც გარდა იმისა, რომ დრამატურგიული თუ სამსახიობი თვალსაზრისით თამამად შეიძლება ითქვას, რომ შედევრია, გასაოცარ ფერთა კოლორიტს სთავაზობენ მაყურებელს.

1.   Three Colors trilogy – ქშიშტოფ კიშლოვსკის   ტრილოგია სამი ფერი – თეთრი, სამი ფერი – ლურჯი, სამი ფერი – წითელი

2. Moonrise Kingdom – თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეჟისორ ვეს ანდერსონის ფილმი, ბოლო წლებში შექმნილ ფილმებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა  თავის ფერთა პალიტრით.

3. Life of Pi – ენგ ლის ფილმი “პის ცხოვრება”, რომელიც 3D ტექნოლოგიითაა  შექმნილი.

4. Amélie – ამელის ცხოვრება,  სადაც დომინირებს წითელი, მწვანე და ყვითელი ფერები.

5. Big Fish – ტიმ ბარტონის ფილმში აქცენტი გაკეთებულია ყვითელ ფერზე.

6. Pierrot le Fou – ჟან ლუკ დოგარის ფილმი “შეშლილი პიერო”- მთავარ როლებში ჟან პოლ ბელმონდო, ანა კარინი

7. Amarcord – ამარკორდი, ფედერიკო ფელინის ფილმი

8. Volver – დაბრუნება, პედრო ალმოდოვარის ფილმი. ესპანელი რეჟისორი  შემოქმედებაში განსაკუთრებულ აქცენტს წითელ ფერზე აკეთებს.

9. The Dreamers-მეოცნებენი, ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმი. იტალიელი რეჟისორის მთელი ფილმოგრაფია სწორედ ფერთა კოლორიტზეა აგებული, მისი  90-იან წლებში შექმნილი ფილმი ‘The sheltering sky” (ჯონ მალკოვიჩის და დებრა ვინგერის მონაწილეობით) აღმოსავლეთის კოლორიტის ძიებაა.  “მეოცნებენში”
კი 60-იანების ეპოქა, სწორედ ფერებითაა გაცოცხლებული – იქნება ეს სამოსი, თუ ინტერიერი.

10. O Brother Where Art Thou?-“სად ხარ ძმაო”-ამერიკელი რეჟისორების ეთან და ჯოელ კოენების ფილმი.  “ამერიკული ოდისეა” ვესტერნის, არქაულ ფერებშია გადაწყვეტილი.

11. Her – სპაიკ ჯონსის ფილმი, ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით. რეჟისორი არასტანდარტულ გამომსახველობით ხერხებსა და ფერთა პალიტრას იყენებს.

12. 2046 – რეჟისორი ვონ კარვაი. აქცენტი კეთდება ოქროსფერსა და ყვითელზე.

13. Spring Breakers – რეჟისორი ბენიტ დები, აქცენტს ე.წ. ნეონურ ფერებზე აკეთებს.

14. The Act of Killing – მკვლელობის აქტი, ჯოშუა ოპენჰაიმერის  რევოლუციური ვიზუალის მქონე დოკუმენტური ფილმი.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours