24955611_1587149104713511_6707244598239729042_o

ქართული დეზქორ ჯგუფი ვაკენზე დაუკრავს

ყოველ წელს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვაკენის ფესტივალზე გერმანიაში კავკასიის რეგიონს ერთი წარმოამდგენელი ჰყავს, საუკეთესოს გამოსავლენად კი შიდაშესარჩევი კონკურსი ტარდება.

წელს კონკურსი ორ ტურად გაიყო. 1/2 ფინალური ლაივი და ფინალი. ფინალში სამი ბენდი გავიდა: Infadus და Every Dog Has Its Day საქართველოდან, ასევე Euthanation აზერბაიჯანიდან.

გულშემატკივართა რჩეული ლაივზე მისულ მსმენელთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. გამარჯვებული კი ჟიურიმ შეარჩია. საბოლოოდ გამარჯვებული ვაკენის საგზურის მფლობელი Every Dog Has Its Day გახდა. გულშემატკივართა ფავორიტი კი Infadus გახდა, რომელიც რუმინეთში გამართულ ფესტივალზე, ROCK N IASI-ზე გაემგზავრება.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours