r620-d41034f6db31cebe0558b6148aaf66fe

Eric Clapton & Friends — “The Breeze: An Appreciation Of J.J. Cale”

ვინ არის ერიკ კლეპტონი ყველამ ვიცით, თუმცა ცოტას თუ სმენია ჯეი ჯეი კეილის სახელი, თავმდაბალი მუსიკოსი ოკლაჰომადან, რომელიც არასოდეს მიილტვოდა მწვერვალებისკენ, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში იყო ერიკ კლეპტონის უფროსი მეგობარი და მასწავლებელი. შემთხვევითი არ არის, რომ კლეპტონის ორი ლეგენდარული სიმღერის “After Midnight”-ისა და “Сocaine”-ის ავტორი სწორედ კეილია. კლეპტონი არასოდეს ივიწყებდა კეილის, მაგალითად 2006 წელს მათ ერთობლივი ალბომი ჩაწერეს სახელად “Road To Escondido”, გასულ წელს კეილის გარდაიცვალების შემდეგ 74 წლის ასაკში კლეპტონმა გადაწყვიტა სრულყოფილი ალბომი მიუძღვნას მეგობარს, მათთან ერთად ალბომში იხილავთ ისეთ მუსიკოსებს, როგორებიც არიან ტომ პეტი, მარკ ნოპფლერი, ჯონ მეიერი, ვილი ნელსონი.

ერიკ კლეპტონის მოყვარულებს ნამდვილად დააინტერესებთ აღნიშნული ალბომი, ეს კი სიმღერაა ახალი ალბომიდან:

მუსიკალური მხარე8.5
ალბომის გარეყდა8.3
8.4

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours